ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველო (აესკო) გიწვევთ 15 წლის იუბილესთან დაკავშირებულ სადღესასწაულო მიღებაზე.

სადაც წარმოდგენილი იქნება ჩვენს მიერ თარგმნილი 3 წიგნის: ფრედერიკ ბასტიას, ფრიდრიხ ჰაიეკისა და ლუდვიგ ფონ მიზესის კრებულების გამოცემა.
„ეკონომიკური თავისუფლების მასტერკლასის“ მონაწილეების დაჯილდოება!

ღონისძიება გაიმართება 24 დეკემბერს 18:30 საათზე კლუბ „DIVE“-ში — ცენტრ „ფაბრიკას“ ტერიტორიაზე (ეგნატე ნინიშვილის 8), სადაც ჩვენი ღონისძიების გარდა 13:00 საათიდან იქნება საშობაო ბაზრობა, ფილმების ჩვენება, ცოცხალი მუსიკა და გართობის მრავალი შესაძლებლობა.

Facebook Event 

ახალი ეკონომიკური სკოლის ღონისძიების განრიგი:

18:30 – შეკრება კლუბ „DIVE“-ში;
19:00 – წიგნების პრეზენტაცია;
19:30 – აესკო-ს 2016 წლის შეჯამება და 2017 წლის გეგმების გაცნობა;
20:00 – „ეკონომიკური თავისუფლების მასტერკლასის“ მონაწილეების დაჯილდოება.
20:30 – საიუბილეო ტორტი და გართობა.

კლუბ „DIVE“-ში 23:00 საათიდან იქნება დიჯეი.

აესკო ეკონომიკური თავისუფლების მასტერკლასის სერტიფიცირებულ სტუდენტებს გადასცემს „DIVE“-ის ფასიან ვაუჩერებს, რომლითაც შესაძლებელი იქნება ბარში სხვადასხვა სასმელის შეძენა.

კომენტარები

კომენტარი