ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველო ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით გთავაზობთ საგაზაფხულო საჯარო ლექცია-დისკუსიების ციკლს:

საღი აზრის ეკონომიკა

ციკლის მომზადებულია ამერიკელი ეკონომისტის ჯეიმს გვორთნის ცნობილი ბესტსელერის “Common Sense Economics”-ის მიხედვით, ადაპტირებულია საქართველოს ეკონომიკურ გარემოზე და მიმოიხილავს მასში მომხდარ და მიმდინარე პროცესებს.

 

ლექციების განრიგი თემების მიხედვით:

23 მარტი, 19:00 – “მოტივაცია და უფასო სადილი” – პაატა შეშელიძე, ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს პრეზიდენტი

28 მარტი, 19:00 – “გადაწყვეტილებები ზღვარზე მიიღება” – გია ჯანდიერი, ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი

30 მარტი, 19:00 – “რატომ უწყობს ვაჭრობა ხელს განვითარებას” – გიორგი ჩხიკვაძე, ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველო

4 აპრილი, 19:00 – “ეკონომიკური პროგრესი და ინსტიტუციების როლი” – გიორგი ჩიქოვანი; ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველო.

7 აპრილი, 19:00 – “მოგება და წარმატება სხვისი დახმარების გზით მიიღწევა” – გიორგი ჩხიკვაძე, ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველო

20 აპრილი, 19:00 – “გარიგებების ხარჯები” – გია ჯანდიერი, ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი

25 აპრილი, 19:00 – “უხილავი ხელის ჭეშმარიტი მნიშვნელობა” – გიორგი ჩიქოვანი; ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველო.

28 აპრილი, 19:00 – “მეორადი ეფექტების იგნორირების შედეგები” – პაატა შეშელიძე, ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს პრეზიდენტი

ორგანიზატორი: ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველო

პარტნიორები: ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის, სამხრეთ კავკასიის ოფისი.
საქართველოს უნივერსიტეტი.

სამუშაო ენა: ქართული

თარიღები: 23, 28, 30 მარტი და 4, 7, 20, 28 აპრილი, 2017 წელი

დასაწყისი: 19:00 საათი

სალექციო ციკლის ფარგლებში ჩატარდება 8 ლექცია.

სალექციო ციკლის დასრულებისას აქტიურ მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის სერთიფიკატი, სერთიფიკატის მისაღებად დასწრება სავალდებულოა 7 ლექციაზე.

მისამართი: საქართველოს უნივერსიტეტი, მ. კოსტავას 77ა. (შესასვლელი სააკაძის მოედნიდან). მე-5 სართული, საკონფერენციო დარბაზი # 519​

რეგისტრაცია

კომენტარები

კომენტარი