ერთ-ერთ არხზე, ხნიერი ქალბატონი ფასების ზრდას ჩიოდა და პენსიის 50 ლარით გაზრდას ითხოვდა სახელმწიფოსგან.

რამოდენიმე საყურადღებო სტატისტიკურმა ინფორმაციამ, შესაძლოა მსგავსი მოთხოვნების მაგივრად, ბევრად უფრო არსებითი საკითხი წამოწიოს წინ: რატომ უნდა ვიყოთ სახელმწიფოს ხელის შემყურე და არ დავზოგოთ თვითონ, თუნდაც საშემოსავლო გადასახადის გაუქმების ხარჯზე!

1. საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა: მამაკაცები 70 წელი, ქალები 78 წელი.

2. საპენსიო ასაკი: მამაკაცები 65 წელი, ქალები 60 წელი.

3. დაქირავებით მომუშავეთა საშუალო თვიური ანაზღაურება: მამაკაცები 1 070 ლარი, ქალები 640 ლარი.

4. საბაზისო პენსია 150 ლარი. არ ითვალისწინებს არც სქესს, არც შრომით გამოცდილებას და დამსახურებას, არც გადახდილ გადასახადებს, არც კმაყოფაზე მყოფთა სულადობას, არც ჯანმრთელობას და ა.შ.

შესაბამისად, საშუალოდ დაქირავებული ბაკალავრი:

– მამაკაცი – 22 წლიდან 65-მდე მუშაობს 43 წელს. გამოიმუშვებს, საშუალოდ 43 x 12 x 1 070 ლარი = 552 120 ლარს და აქედან გადაიხდის 20% საშემოსავლოს – 110 424 ლარს, ხოლო ჯამში მიიღებს 9000 ლარ პენსიას, რაც გადახდილი საშემოსავლოს 8%-ია;

– ქალი – 22 წლიდან 60-მდე – 38 წელს. გამოიმუშავებს, საშუალოდ 43 x 12 x 640 ლარი = 330 240 ლარს და აქედან გადაიხდის 20% საშემოსავლოს – 66 048 ლარს, ხოლო ჯამში მიიღებს 32400 ლარ პენსიას, რაც გადახდილი საშემოსავლოს 49%-ია.

მაგრამ თითოეულ მათგანს, რომ გადახდილი საშემოსავლოს შესაბამისი % დარჩენოდა ხელფასიდან და საბანკო ანგარიშზე შეეტანა:

– მამაკაცი (43 წელი, 5,5% სარგებლიანი დაგროვებით ანაბარი, 85,60 ლარი ყოველთვიური შენატანი) – დააგროვებდა 179 044,34 ლარს, რაც მას თვეში 2 984,07 ლარის დახარჯვის საშუალებას მისცემდა შემდგომი საბანკო მომსახურების გარეშე;

– ქალი (38 წელი, 5,5% სარგებლიანი დაგროვებით ანაბარი, 313,60 ლარი ყოველთვიური შენატანი) – 655938,15 ლარს, რაც მას თვეში 3 036,75 ლარის დახარჯვის საშუალებას მისცემდა შემდგომი საბანკო მომსახურების გარეშე.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ საშუალო შემოსავლის 20%-ის, ანუ საშემოსავლოს შესაბამისი თანხის ანაბარზე წლიური 5,5% სარგებლით განთავსებით

– მამაკაცი 43 წელიწადში დააგროვებდა 447 610,86 ლარს, რაც თვეში 7460,16 ლარის დახარჯვის საშუალებას მისცემდა შემდგომი საბანკო მომსახურების გარეშე;

– ქალი 38 წელიწადში დააგროვებდა 196 786,78 ლარს, რაც თვეში 911,05 ლარის დახარჯვის საშუალებას მისცემდა შემდგომი საბანკო მომსახურების გარეშე.

ცხადია, ეს ყველაფერი სტატისტიკურად გასაშუალოებული და უტრირებულია, მაგრამ თუ დაქირავებული ყოველთვიურად 20 ლარს, 5,5%-იანი სარგებლით განათავსებს დეპოზიტზე, უწყვეტობის პირობით, 40 წლის თავზე 34820,79 ლარის დანაზოგი ექნება და ამ დანაზოგის შემდგომი 5,5%-იანი განთავსებით 1964,17 ლარის წლიური შემოსავალს მიიღებს, რაც თვეში 163,68 ლარია და დღევანდელ პენსიაზე მეტია!

ანუ მინიმალური განაკვეთებით კომერციულად დაზოგილი 20 ლარით შეუძლია მიიღოს უკეთესი შედეგი, ვიდრე სახელმწიფოსთის ბევრად მეტის გადახდით!

მაშასადამე, ხომ არ ჯობია სახელმწიფოსგან პენსიების მომატების მაგივრად, ამ სისტემის სრულ გაუქმებას მოვითხოვდეთ, საშემოსავლო გადასადახადის გაქმებასთან ერთად!

კომენტარები

კომენტარი