გიორგი ჩიქოვანი

მკვლევარი


ელ. ფოსტის მისამართი: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

facebook google-plus twitter

2000-2004 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის და სოცილოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებული. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ბაკალავრი.
2004-2006 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის მაგისტრატურის კურსდამთავრებული. ფილოსოფიის მაგისტრი.
2002-2004 წწ. არასამთავრობო ორგანიზაცია, საქართველოს ახალგაზრდობის ქრისტიანულ-დემოკრატიული ასოციაციის გამგეობის წევრი.
2004-2011 წწ. არასამთავრობო ორგანიზაცია, ეკონომიკური ცოდნის გავრცელების საზოგადოება - ახალ ეკონომიკური სკოლა საქართველოს, პროექტების მონაწილე, ასისტენტი, პროექტების მენეჯერი.
2009 წ. არასამთავრობო ორგანიზაცია წინამძღოლობის ხელშემწყობი ფონდი. დამფუძნებელი/გამგეობის წევრი,
2011 წ. სპორტული საინფორმაციო-ანალიტიკური ინტერნეტ გამოცემის - ქომაგთა ლიგის დამფუძნებელი.
2004-2011 წწ. ახალი ეკონომიკური სკოლის, კატონის ინსტიტუტის (აშშ), ატლასის ფონდის (აშშ), საერთაშორისო საზოგადოება ინდივიდუალური თავისუფლებისთვის (აშშ), ეკონომიკური განათლების ფონდის (აშშ), ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის (გერმანია) ეკონომიკური კვლევების ევროპული ინსტიტუტის (საფრანგეთი), ლიტვის თავისუფალი ბაზრის ინსტიტუტის (ლიტვა) ერთობლივი ორგანიზებით ჩატარებული, 400-მდე საერთაშორისო, რეგიონული და ადგილობრივი საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიების, სემინარის, ტრენინგის, სეზონური სკოლა-აკადემიის, კონფერენციის მონაწილე, ორგანიზატორი, მასწავლებელი/ტრენერი, ასისტენტი, მენეჯერი, კოორდინატორი.
2009-2010 წწ. ფონდ - წინამძღოლობის ხელშემწყობი ფონდის და ედუარდო ფრეის ფონდის (ნიდერლანდები) ორგანიზებულ 20-მდე კონფერენციის, ტრეინინგის მასწავლებელი/ტრენერი, კორდინატორი.
2007 წ. კატონის ინსტიტუტის (აშშ) რუსულენოვანი პროექტის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის მონაწილე და ესეების კონკურსის გამარჯვებული, თემაზე: გლობალიზაცია და თავისუფლება. ქ. ალუშტა, უკრაინა.
2005-2017 წწ. ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს ყოველწლიური სამეცნიერო-შემეცნებითი გამოცემა - თავისუფლების გაკვეთილების სერიის სარედაქციო/საგამომცემლო საბჭოს წევრი.
2012-17 წწ. ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს აკადემიური გამგეობის წევრი, ეკონომიკის მკვლევარი.