ვერ გამიგია, თუ რატომ არის სურვილი, რომ შეინარჩუნო ფული, რომელიც გამოიმუშავე “სიხარბე”, ხოლო სურვილი რომ აიღო სხვისი ფული “სიხარბის” საწინააღმდეგო - ტომას სოუელი

დაიჯერებთ თუ არა, მე-16 საუკუნის იდეები დღესაც 21-ე საუკუნის პოლიტიკურ დისკურსშიც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ. 1516 წელს უნივერსალური საბაზისო შემოსავალი ქურდობასთან გამკლავების საშუალებად განიხილებოდა; 2019 წელს ეს საკითხი აშშ-ის ყოფილის საპრეზიდენტო კანდიდატის ენდრიუ იანგის პლატფორმის საფუძველი იყო.

სხვა პოლიტიკური ფიგურები, როგორებიცაა კონგრესვუმენი ტულსი გაბარდი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ასევე იწონებდნენ ამ იდეას. მაგრამ, რა არის უნივერსალური საბაზისო შემოსავალი?  არის ის ისეთი სასურველი, როგორც მას მისი მხარდამჭერები აღწერენ?

უნივერსალური საბაზისო შემოსავლის მომხრეები ახასიათებენ მას, როგორც პოლიტიკურ სტრატეგიას, რომლის მიხედვითაც მთავრობა უპირობოდ ურიგებს რეგულარულ თანხას თითოეულ მოქალაქეს. მართალია, ერთი შეხედვით, ეს შეიძლება იდეალური ჩანდეს ზოგიერთისთვის, თუმცა სინამდვილე ისაა, რომ მთავრობას რეალურად არ შეუძლია ფულის დისტრიბუცია, მას მხოლოდ მისი რედისტრიბუცია ძალუძს. ეს ნიშნავს, რომ მთავრობა ჯერ ზოგიერთისგან იძულებითი იღებს თანხას, რათა შემდგომ სხვებს მისცეს. ეს პოლიტიკა საეჭვოა ეკონომიკურადაც, თუმცა ყველაზე ფუნდამენტური საკითხი მისი მორალური სტატუსია.

ასეთი შემოსავლის მომხრეები, როგორიცაა ნეით სინგამი, ფიქრობენ, რომ მათგან ფულის აღება, ვინც უფრო მეტი გამოიმუშავა, მტკიცედ ეთიკურია: ”ძირითადი ჰუმანიტარული

მორალი გვკარნახობს, რომ მდიდარი მოქალაქეები უნდა იყვნენ პასუხისმგებლები მორალურად და იურიდიულად, რომ გადაიხადონ როგორც საკუთარი საბაზისო შემოსავლის, ისე მშრომელთა კლასის გარანტირებული საბაზისო შემოსავლის დიდი ნაწილიც.” თუმცა ასეა ეს? როგორ არის მორალური, წაართვა ადამიანს ის, რაც გამოიმუშავა, და მისცე სხვას, ვისაც არ გამოუმუშავია? პასუხი მარტივია: არ არის მორალური.

ვინმეს ნამდვილად აქვს იმის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს იმით, რაც სხვამ უნდა გამოიმუშაოს? გაითვალისწინეთ, რას ნიშნავს არსებით ნივთებზე "უფლების" ქონა. თუ ხალხს აქვს საკვების მიღების უფლება, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცამ მათ საკვები უნდა მიაწოდოს.  უნდა ვაიძულოთ ზოგიერთი აწარმოონ საკვები, რათა სხვებმა მიირთვან? თუ ხალხს აქვს საცხოვრებლის უფლება, ვინმემ უნდა ააშენოს ეს საცხოვრებელი სახლი. უნდა ვაიძულოთ ვინმეს აშენება, რათა სხვებს საცხოვრებელი ჰქონდეთ? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა ვაიძულოთ ადამიანები, რომ გამოიყენონ თავიანთი დრო, ძალისხმევა და შესაძლებლობები, თავიანთი ცხოვრების სრული უგულებელყოფით?

Აშკარად არა. მიუხედავად ამისა, სწორედ ამას ითხოვენ უნივერსალური საბაზისო შემოსავლის მომხრეები. თანხა, რომელსაც ამ სტრატეგიის მომხრეები თვლიან თითოეული ადამიანის "უფლებად", ჯერ სხვის მიერ უნდა იყოს შექმნილი. ამის შემდეგ მთავრობას მოუწევს ამ ფულის აღება ძალისა და მუქარის გამოყენებით. რა შემთხვევაში ირღვევა უფლებები: როდესაც ხალხს არ აძლევენ იმ ფულს, რომელიც მათ არ გამოუმუშავებიათ, თუ მაშინ როდესაც ართმევენ შემოსავალს მას, ვინც გამოიმუშავა?

საბაზისო შემოსავლის მომხრეებს, როგორც ჩანს, არ აინტერესებთ პროდუქტიული მუშაობის მნიშვნელობა. ასეთ შემოსავალს ერთი სავარაუდო სარგებელი აქვს, როგორც მეთ ზვოლინსკი აცხადებს: „უნივერსალური საბაზისო შემოსავლის მორალური მხარე“, არის ის, რომ იგი დააკმაყოფილებს ყველას ძირითად საჭიროებებს, „იმისდა მიუხედავად, მუშაობენ თუ არა ისინი“. როგორც ობამაც აღიარებს, ”სამსახური მხოლოდ ფულს არ იძლევა. ის უზრუნველყოფს ღირსებას, ადგილსამყოფელისა და მიზნის განცდას” ობამა, მიუხედავად იმისა, რომ მხარს უჭერს საბაზისო შემოსავალს (იმავე სიტყვაში), სწორად აცხადებს, რომ ადამიანს საარსებო წყაროს შოვნა ღირსების გრძნობას უქმნის. ის ასევე თვითშეფასების რაციონალურ საფუძველს წარმოადგენს.

როდესაც ადამიანები პროდუქტიულად მუშაობენ, მათ უვითარდებათ კომპეტენცია და ნდობა, აგრეთვე სიამაყე, რაც დამოუკიდებლობის მოპოვების შედეგად ხდება. როგორც სახელმწიფო დახმარების შესახებ კვლევის ერთმა ანონიმურმა მონაწილემ განმარტა, მუშაობამ მას არამარტო ფული, არამედ დამოუკიდებლობა მოუტანა, რომელსაც დახმარებაზე ყოფნის პერიოდში ვერ მიაღწია: ”მე აღარ მჭირდება ვინმეს ვთხოვო დახმარება. . . თავი მაღლა შემიძლია ავწიო. მე ეს შევძელი.” საბაზისო შემოსავლის მომხრეები შექმნიან სისტემას, რომელშიც არავინ მოუწევს მუშაობა საარსებო წყაროსთვის, რაც ხალხს დაუკარგავ შესაძლებლობების პოვნის სტიმულს და შესაბამისად თვითშეფასებასაც დაუქვეითებს.

აქ განსახილველ ძირითად საკითხს არ წარმოადგენს ”ფუნდამენტური სოციალური და ეკონომიკური დაცულობის ქონის უფლებები”. მთავარი საკითხი ის არის, რომ მწარმოებლები იძულებულნი იქნებიან სხვებს შეეწირონ მიღებული შემოსავალი. ადამიანებს, რომლებიც ეწევიან პროდუქტიულ მუშაობას, ნებისმიერი მასშტაბის, მოუწევთ თავიანთი ძალისხმევის გაფლანგვა. მათი გონებისა და პროდუქტიულობის

შედეგი - ანუ შემოსავალი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იყო პენსიის, შვებულებისა ან შვილების განათლებისთვის, ახლა უბრალოდ მათზე გაიფლანგება, ვინც არაფერს გამოიმუშავებდა.

არსებითად, უნივერსალური საბაზისო შემოსავალი ითვალისწინებს მათ დაქსაქსვას, ვინც აწარმოებს საქონელს, ვინც ადამიანის სიცოცხლის გაჯანსაღებას უწყობს ხელს, ამ საქონლის წარმოებით. რატომ უნდა აიძულონ ისინი, ვინც ქმნიან საქონელს და მომსახურებას, უარი თქვან თავიანთი პროდუქტიულობის ჯილდოზე? რატომ უნდა დავსაჯოთ ინოვატორები, გამომგონებლები, მენეჯერები, ინვესტორები და ყველა სხვა ამბიციური მეწარმე წარმატებისთვის? რატომ უნდა ჰქონდეს ადამიანს უფლება სხვის ძალისხმევაზე და არა საკუთარზე?

არ უნდა ჰქონდეს!

უნივერსალური საბაზისო შემოსავალი ყველაზე პროდუქტიულს ყველაზე არაპროდუქტიულს სწირავს და მათ დაუღალავი შრომის ნაყოფს ართმევს. სამართლიანობის ასეთი დამახინჯება არღვევს მათ უფლებებს, ვინც უზრუნველყოფს იმ საქონლისა და მომსახურების არსებობას, რომელზეც ჩვენ ყველანი ვართ დამოკიდებული და რომლითაც ჩვენ ვსარგებლობთ. როგორც ასეთი, საბაზისო შემოსავალი არ შეიძლება იყოს ზნეობრივი. ადამიანის უფლებების დამცველი პირები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ არ დაუშვან ეს სისტემა, ხმას არ მისცემენ ისეთ კანდიდატებს, რომლებიც ასეთ უზნეო პოლიტიკას განახორციელებენ.

ამ სტრატეგიის მომხრეები იძულებითი რედისტრიბუციის დაფინანსების სხვადასხვა გზას გვთავაზობენ. ერთ-ერთი იანგის შემოთავაზებული დამატებული ღირებულების გადასახადია (დღგ) ყველა შესყიდვაზე, რომელიც არ მიიჩნევა "არსებითად". აღსანიშნავია, რომ დღგ-ით ამ პროგრამის დაფინანსება სარგებელს არ მისცემს მათ, ვის დახმარებასაც მთავრობა სავარაუდოდ აპირებს; უმეტესობა მიიღებს იმავეს ან იმაზე ნაკლებ თანხას, ვიდრე გადასახადს იხდიდა. როგორც რუზველტის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკვლევა ასკვნის, ”ეს სისტემა აძლევს ერთ ოჯახს იმას, რასაც მეორეს ართმევს”.

სხვები, მაგალითად, პოლ ბუხეიტი, წიგნის “ერთჯერადი ამერიკელები: ექსტრემალური კაპიტალიზმი და გარანტირებული შემოსავლის საკითხი” ავტორი, გვთავაზობენ სიმდიდრის გადასახადს - ეს არის გადასახადი დაგროვილ ქონებაზე, თუნდაც იმ სიმდიდრეზეც, რომელიც უკვე დაიბეგრა წინა წლებში. რა თქმა უნდა , ჩვენ შორის ყველაზე მდიდრები ყველაზე დიდი მწარმოებლები არიან - კომპანიების მფლობელები და მენეჯერები, რომლებიც უზრუნველყოფენ მილიონობით სამუშაო ადგილს. ეს ნიშნავს, რომ ყველაზე პროდუქტიული ადამიანები "დაჯილდოვდებიან" მათი შრომისთვის და იძულებულნი გახდებიან გადასცენ თავიანთი შემოსავალი, რომლიც გამოიმუშავეს ყველას და ყველას, გარდა საკუთარი თავისა. მიიჩნევა, რომ ყველაზე შემოსავლიან მწარმოებლებს არ აქვთ რაიმე უფლება საკუთარი ძალისხმევის პროდუქტზე. მაგრამ რატომ არის ადამიანის ფინანსური წარმატება გამართლება იმისა, რომ მთავრობამ მას ეს შემოსავალი წაართვას? ინდივიდისთვის გამომუშავებული თანხის წართმევა, იმიტომ რომ ის გარკვეულ თანხას აღემატება, არის ქურდობა. და ამის განხორციელება იმიტომ, რომ კანონით ნებადართულია, ქურდობას მხოლოდ ლეგალურს ხდის.

საბაზისო შემოსავლის სხვა მომხრეები, მაგ. სიმონ დაფი (კეთილდღეობის რეფორმის ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი), ამტკიცებეს, რომ ”ყველა ადამიანს აქვს გარკვეული ფუნდამენტური მოთხოვნილებები და ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მათი უფლებაა.” მაგრამ ასეა? უფლებები ზნეობრივი პრინციპებია, რომლებიც სანქცირებენ ადამიანების თავისუფლებას, რომ იმოქმედონ საკუთარი გადაწყვეტილების შესაბამისად იძულების გარეშე, მანამ, სანამ ისინი არ დაარღვევენ სხვების თავისუფლებას იგივე ქმედებისათვის.

 

ავტორი: ანჯელიკა ვერტი

თარგმანი: ირაკლი იაგორაშვილი

სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა The Objective Standard-ის გვერდზე და ხელახლა გამოქვეყნდა აქ მათი ნებართვით.

ფოტო: Neural Soft Solutions

-----------------------------------------------------------

1Sigal Samuel, “Everywhere Basic Income Has Been Tried, In One Map,” Future Perfect, February 19, 2020, https://www.vox.com/future-perfect/2020/2/19/21112570/universal-basic-income-ubi-map.

 2 “A History,” Basic Income Earth Network, https://basicincome.org/history/#:~:text=The%20idea%20of%20a%20minimum,middle%20of%20the%2019th%20century; “Freedom Dividend, Defined,” Yang 2020, https://www.yang2020.com/what-is-freedom-dividend-faq/.

3  “Tulsi Gabbard Open to the Radical Right-Wing Version of Universal Basic Income,” Medium, July 5, 2017, //medium.com/@pplswar/tulsi-gabbard-open-to-the-radical-right-wing-version-of-universal-basic-income-c0e56d48aa3e">https://medium.com/@pplswar/tulsi-gabbard-open-to-the-radical-right-wing-version-of-universal-basic-income-c0e56d48aa3e>; Nate Singham, “Obama Has Jumped on the Universal Basic Income Bandwagon—Let’s Make Sure It’s a Tool to Help Solve Inequality, Not Enforce It,” Common Dreams, July 19, 2018, https://www.commondreams.org/views/2018/07/19/obama-has-jumped-universal-basic-income-bandwagon-lets-make-sure-its-tool-help.

4  “Freedom Dividend, Defined,” Yang 2020, https://www.yang2020.com/what-is-freedom-dividend-faq/; “Switzerland’s Voters Reject Basic Income Plan,” BBC News, June 5, 2016, https://www.bbc.com/news/world-europe-36454060.

5 “Switzerland’s Voters Reject Basic Income Plan,” BBC News, June 5, 2016, https://www.bbc.com/news/world-europe-36454060.

6  Singham, “Obama Has Jumped on the Universal Basic Income Bandwagon.”

7  Brittany Hunter, “Top Three Arguments against a Universal Basic Income,” Foundation for Economic Education, September 8, 2017, https://fee.org/articles/the-top-three-arguments-against-a-universal-basic-income/

8 Michalis Nikiforos, Marshall Steinbaum, and Gennaro Zezza, “Modeling the Macroeconomic Effects of a Universal Basic Income,” Roosevelt Institute, August 29, 2017, https://rooseveltinstitute.org/wp-content/uploads/2020/07/RI-Macroeconomic-Effects-of-UBI-brief-201708.pdf.

9 Paul Buchheit, “A 2% Financial Wealth Tax Would Provide a $12,000 Annual Stipend to Every American Household,” Common Dreams, March 19, 2018, https://www.commondreams.org/views/2018/03/19/2-financial-wealth-tax-would-provide-12000-annual-stipend-every-american-household.

10   Simon Duffy, “The Moral Argument for Basic Income,” UBI Lab Network, September 7, 2018, https://www.ubilabnetwork.org/blog/the-moral-argument-for-basic-income.

11 Matt Zwolinski, “A Moral Case for Universal Basic Income,” The Critic, https://thecritic.co.uk/issues/july-august-2020/money-for-nothing-2/?fbclid=IwAR0lpodenhD_fY8JwQs8FpPXKloqUZJFDVukMKCjp-9oz6RBHRejdqG46jI.

12  Lorie J. Schabo Grabowski, “‘It Still Don’t Make You Feel Like You’re Doin’ It’: Welfare Reform and Perceived Economic Self-Efficacy,” Journal of Poverty, March 15, 2007, https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC1828031/.

13  Karen Yuan, “A Moral Case for Giving People Money,” The Atlantic, August 22, 2018, https://www.theatlantic.com/membership/archive/2018/08/a-moral-case-for-giving-people-money/568207/.