აინ რენდის ინსტიტუტის საბჭოს თავმჯდომარემ იარონ ბრუკმა საკუთარ ტვიტერის გვერდზე ის ძირითადი გზები დაასახელა, რომლითაც კაპიტალისტური (სრულად თავისუფალ ბაზარზე დამყარებული) სახელმწიფო კორონავირუსთან დაკავშირებულ კრიზისს უპასუხებდა.

 

სრულად კაპიტალისტურ საზოგადოებაში, ბაზარი ასე რეაგირებს:

  1. ჯანდაცვის სადაზღვეო კომპანიები მონიტორინგს უწევენ ჯანმრთელობის რისკებს (მათ ეკონომიკური ინტერესი ამოძრავებთ ამ ყველაფერში)
  2. ხდება მანამდე კარგად განვითარებული საავადმყოფოების ადრე გაფრთხილება და მათთან ერთად გეგმის იმპლემენტაცია,
  3. მიმდინარეობს საავადმყოფოებისგან დამატებითი აღჭურვილობის მოთხოვნა, შედეგად ფასების ზრდა სწრაფად;
  4. ბაზარი რეაგირებს ახალი შესაძლებლობების სწრაფად შემოღებით;
  5. სასურსათო მაღაზიები ზრდიან ფასებს მაღალი მოთხოვნით გამორჩეულ პროდუქციაზე, რაც ამცირებს მოპოვების შესაძლებლობას და ზრდის მუდმივ მიწოდებას;
  6. საავადმყოფოები (ყველა კერძო და მთლიანად კერძო ბაზარზე) ააქტიურებენ სასწრაფო დახმარების გეგმებს (მოგების მოტივით) დამატებითი საწოლებისთვის (ადგილობრივ სასტუმროებში, ან სხვა ობიექტებში);
  7. კერძო ფარმაცევტული კომპანიები და ლაბორატორიები ანვითარებენ შესაბამის ტესტებს საავადმყოფოებისა და კლინიკების მოთხოვნით;
  8. კერძო კლინიკები იწყებენ ტესტირებას მასობრივ რეჟიმში;
  9. სახელმწიფოს მოვალეობა - რწმუნდება, რომ ისინი, ვინც სხვებს საფრთხეს უქმნიან, იზოლირებულნი არიან;
  10. კერძო მედია და ჯანმრთელობის დაცვის ექსპერტები, ობიექტურ (არაპოლიტიკურ) რჩევებს აძლევენ ინდივიდებსა და კომპანიებს, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ პანდემიას საკუთარი ცხოვრების კონტექსტის გათვალისწინებით;
  11. ტესტირება ინდივიდებსა და კომპანიებს აწვდის იმ ტიპის ინფორმაციას, რომელიც უმნიშვნელოვანესია რაციონალური გადაწყვეტილების მისაღებად;
  12. კერძო ლაბორატორიები და ფარმა კომპანიები ჩქარობენ მკურნალობის გზებისა და შესაბამისი ვაქცინების შექმნას;
  13. კერძო ტესტირებისა და სასერთიფიკატო ორგანიზაციების (“FDA” ჩამნაცვლებლების) მიერ ხდება შემდგომი შემოწმება ტესტების კომპლექტების, მკურნალობისა და ვაქცინების დამტკიცების მიზნით;
  14. ბიზნესი ადაპტირდება ხალხის უსაფრთხოების შესაბამისად. ქმნიან ხელსაყრელ პირობებს და დაცულ გარემოს;
  15. ადამიანები, რომლებიც არ იცავენ გონივრულ მითითებებს, განიცდიან სოციალურ საზოგადოებრივ წნეხს და შესაბამის შედეგებს იმკიან;
  16. სადაზღვეო ხელშეკრულებები შესაძლებელია შემდეგნაირად გაფორმდეს - თუ გსურთ, რომ მთლიანად დაზღვეულები იყოთ, მოიქეცით……….. [ასე]             

                                                                                                                                                                                                                                           თარგმანი: ირაკლი იაგორაშვილი