ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველო და აინ რენდის ინსტიტუტი (აშშ) გიწვევთ ესეების კონკურსზე.

"რატომ გაშალა ატლანტმა მხრები?"

პროექტის მიზანია აინ რენდის რომანის „ატლანტმა მხრები გაშალა“ და მისი ფილოსოფიის (ობიექტივიზმის) გაცნობა და გააზრება.


საკონკურსო თემები:
რას ნიშნავს „ფულის გამომუშავება“?
რომანის მიხედვით „ფულის გამომუშავება“ უბრალოდ სიმდიდრის დაგროვებას არ გულისხმობს.
გამოიკვლიეთ რა კავშირია ფულის გამომუშავებასა და ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებს შორის, როგორიცაა პასუხისმგებლობა, მორალი და ინდივიდუალიზმი.

  • რა მორალური მნიშვნელობა აქვს ფულის გამომუშავებას?
  • როგორ უწყობს ხელს ფულის გამომუშავება პროდუქტიულ ცხოვრებას?
  • რას ნიშნავს სხვებისთვის ღირებულების შექმნა?
  • როგორ უკავშირდება ფულის გამომუშავება ინდივიდუალიზმსა და დამოუკიდებლობას?

ასევე, შეადარეთ რომანის რამდენიმე გმირისა და ანტიგმირის შეხედულებები ფულთან დაკავშირებით.

რატომ არის რაციონალური აზროვნება სამყაროს მამოძრავებელი ძალა?
აინ რანდის მიხედვით გონება სამყაროს შემეცნების ერთადერთი გზაა.
გამოიკვლიეთ რა კავშირია რაციონალურ აზროვნებასა და ცოდნას, გონებაგახსნილობას, ცნობისმოყვარეობას, კრიტიკულობას, პროგრესს და პროდუქტიულობას შორის.

  • რა კავშირია რაციონალურ აზროვნებასა და ცოდნას შორის?
  • როგორ იწვევს რაციონალური აზროვნება პროგრესს?
  •  რა როლი აქვს რაციონალურ აზროვნებას სხვების ღირებულებათა სისტემა ფორმირებაში?
  •  რით განსხვავდება რენდის შეხედულება რაციონალურ აზროვნებაზე უბრალოდ ლოგიკური ან ანალიტიკური აზროვნებისგან?
  •  რატომ იწვევს ირაციონალურობა და მისტიციზმი ქაოსს და განადგურებას, ხოლო რაციონალური აზროვნება წესრიგს და პროგრესს?
  • რა მნიშვნელობა აქვს გონების ღიაობასა და კრიტიკულ აზროვნებას რაციონალურ აზროვნებაზე რენდის თვალსაზრისში?

ასევე, შეადარეთ რომანსა და რეალურ ცხოვრებაში რა ადგილი უჭირავს ადამიანებს შორის ურთიერთობებში რაციონალიზმსა და მისტიციზმს.

რას ნიშნავს სამართლიანობა?
რომანის მიხედვით სამართლიანობისთვის აუცილებლია ინდივიდუალური უფლებების დაცვა, თავისუფალი და პროდუქტიული ცხოვრების
გამოიკვლიეთ რა კავშირია სამართლიანობასა და ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებას შორის, როგორიცაა ინდივიდუალური უფლებები, თავისუფლება და პასუხისმგებლობა.

  • როგორ განსაზღვრავს აინ რენდი სამართლიანობას?
  • რა არის სამართლიანობის ძირითადი პრინციპები?
  • რა კავშირია სამართლიანობასა და ინდივიდუალურ უფლებებს შორის?
  • როგორ უწყობს ხელს სამართლიანობა თავისუფლებას და პასუხისმგებლობას?
  • რა შედეგები მოჰყვება უსამართლობას?
  • როგორია სამართლიანობისა და უსამართლობის ურთიერთკავშირი?

ასევე, რომანში განვითარებული სიუჟეტის შესაბამისად განმარტეთ რას გულისხმობს ჯონ გალტი, როდესაც ამბობს, რომ „სიკეთესა და ბოროტებას შორის ნებისმიერი კომპრომისით ბოროტება ხეირობს“ და „ბოროტება ამ ქვეყნად მხოლოდ თქვენი თანხმობით არის შესაძლებელი“.


გთხოვთ აირჩიოს ერთ-ერთი ზემოთ აღნიშნული თემა და თქვენს ნაშრომში წარმოაჩინოთ ნაწარმოების ზოგადი ცოდნა, გაანალიზოთ და შეაფასოთ შესაბამის საკითხზე აინ რანდის მიდგომა, ჩამოაყალიბოთ საკუთარი დამოკიდებულება და გაამყაროთ ის ცხოვრებისეული მაგალითებით.


ესე უნდა დაიწეროს ქართულად. მოცულობა – 1200-1500 სიტყვა. წერის ფორმატი - APA.
ესეს სავარაუდო სტრუქტურა: შესავალი, საკითხი, სათქმელი, მტკიცებულება, ანალიზი, გამოწვევა, დასკვნა, შეჯამება.
ესეებს ანონიმურად შეაფასებს დამოუკიდებელი ჟიური.

საუკეთესო ნაშრომების ავტორებზე გაიცემა ფულადი ჯილდოები:
პირველი ადგილი – 700 ლარი
მეორე ადგილი – 400 ლარი
მესამე ადგილი (2 ნაშრომი) – 250
პრიზი განსაკუთრებული სტილისთვის – 150
პრიზი კრეატიულობისთვის – 150


საუკეთესო ესეების ავტორებს ასევე გაეწევა რეკომენდაცია აინ რანდის ინსტიტუტის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისთვის დაფინანსების მისაღებად, რომელიც გაიმართება ქ. ამსტერდამში, ნიდერლანდები, 2024 წლის 8-10 მარტს.

მონაწილეთა ასაკი: 15-30 წელი.


რეგისტრაციის ბმული: რეგისტრაცია


ნაშრომების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 25 იანვარი.


გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2024 წლის 2 თებერვალს, აინ რანდის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საგანგებო ღონისძიებაზე.
ნაშრომები გამოაგზავნეთ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript., დანიშნულებაში მიუთითეთ ესეების კონკურსი.
დამატებითი ინფორმაციისთვის: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. და/ან 577389992