ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოსა და ფრიდრიხ ნაუმანის ფორნდი თავისუფლებისთვის მხარდაჭერით გაიმართა რიგირთ მრტერთმეტე "იყალთოს ზამთრის აკადემია 2020", სასტუმრო სავანეთში, იყალთო.

სამოქალაქო განათლების პროგრამის “მომავლის თაობა” ფარგლებში პროგრამაში ჩართული თბილისის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების 40 სკოლის მოსწავლეებისთვის 5 ნოემბერს გაიმართა შეხვედრა ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს თანა-დამფუძნებელთან და პრეზიდენტთან ბატონ პაატა შეშელიძესთან.

" ახლი ეკონომიკური სკოლა საქართველოს" მიერ ორგანიზებული პროექტის "ჯონ გალტის სკოლის" მონაწილეები სრული დაფინანსებით დაესწრნენ აინ რენდის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას AynRandCon2020 Europe, პოლონეთში, ვარშავაში.

 კონფერენცია მიმდინარეობდა 14-16 თებერვალს, , რომელსაც 600-ზე მეტი სტუდენტი ესწრებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. სამი დღის განმავლობაში ჩვენმა სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია აინ რენდის და მისი ფილოსოფიის, ობიექტივიზმის, შესახებ. 

31 ოქტომბერსა და 1-ელ ნოემბერს, ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს ორგანიზებით და გერმანული ფონდის (GIZ) მხარდაჭერით გაიმართა 2 დღიანი ტრენინგი ტაჯიკი კოლეგებისთვის, რათა გაგვეცნო საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები.

 გრძელდება საღი აზრის გაზიარება მომავალი თაობისთვის.
 სამოქალაქო განათლების პროგრამის “მომავლის თაობა” ფარგლებში პროგრამაში ჩართული თბილისის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების 40 სკოლის მოსწავლეებისთვის 22 ნოემბერს გაიმართა 159-ე სკოლის მოსწავლეების შეხვედრა ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს თანა-დამფუძნებელთან და პრეზიდენტთან ბატონ პაატა შეშელიძესთან.

17 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლა და ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს თანამშრომლობით გამართა უპრეცენდენტო კონფერენცია თემაზე: "რუსული გავლენების კვალდაკვალ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში", რომელსაც  საუნივერსიტეტო მასშტაბით ანალოგი არ გააჩნია.

"ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო" ორიენტირებულია მუდამ საღი და მრავალფეროვნი აზრი მიაწოდოს მსმენელს, ამიტომ ხშირად ვუწევთ ორგანიზებას მსოფლიოს სხვადასხვა ორგანიზაციებიდან საუკეთესო სპიკერების და მოაზროვნე ადამიანების ჩამოყვანას და ქართველი მსმენლისთვის გაცნობას. 20-21 ნოემბერს "ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს" ორგანიზებით გაიმართა აინ რენდის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის იარონ ბრუკის ვიზიტი საქართველოში. მან ლექცია წაიკითხა და ცოდნა გაუზიარა მსმენელს სამ სხვადასხვა უნივერსიტეტში:

ილიას სახემწიფო უნივერსიტეტი:  - რა ემუქრება დასავლურ ცივილიზაციას?

საქართველოს უნივერსიტეტი: - ამქვეყნიური ცხოვრების ფილოსოფია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი: - კაპიტალიზმის მორალი

აქვე, გვინდა მადლობა გადავუხადოთ თითოეულ მსმენელს და ასევე ჩვენს პარტნიორს - "ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის, სამხრეთ კავკასიის ოფისი".

 

ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერითა და საქართველოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით 5 მარტიდან 10 მაისის ჩათვლით გამართა საგაზაფხულო საჯარო ლექცია-დისკუსიების ციკლს — "უკაცრავად, პროფესორო თქვენ ცდებით..."

ციკლი მომზადებული იყო ამერიკელი ეკონომისტის დოქტორ ლოურენს რიდის ხელმძღვანელობით აშშ-ს ეკონომიკური განათლების ფონდის მიერ შემუშავებული ვიდეო ლექციების ციკლის მიხედვით, რომელიც ემსახურება "პროგრესივისტი" პროფესორების მიერ დამკვიდრებული და "აქსიომებად" გასაღებული 50-ზე მეტი ეკონომიკური მითის გაბათილებას. 


ჩვენი ციკლის ფარგლებში გვსურდა იგივე მეთოდით  წარმოგვეჩინა ყველა ის თემა, რომელიც საქართველოს რეალობისთვის ძალიან აქტუალურია და თან ჩვენთანაც პროგრესივიზმის კლიშეების სახით მკვიდრდება.

პირველ ნოემბერს , ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს ორგანიზებით გაიმართა ცონობილი ამერიკული ორგანიზაციის Free the people-ს პრეზიდენტის - მეთ კიბეს საჯარო ლექცია თემაზე - Do young people really like socialism?

16-17 მარტს, ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს ორგანიზებით , ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მხარდაჭერითა და UG-Pried - თან თანამშრომლობით გაიმართა ორდღიანი ტრენინგი მასწავლებლებისთვის ეკონომიკის სწავლების მეთოდილოგიასთან და პორტალ www.schooleconomics.org ის გამოყენებასთან დაკავშირებით.