"ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო", ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის, სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით, 22-26 თებერვალს ზამთრის აკადემიის ფარგლებში, სასტუმრო სავანეთში, იყალთოში, ატარებს ტრენინგს ეკონომიკაში სახელწოდებით:
განსახილველი ძირითადი თემები:
მგზავრობის, ცხოვრებისა და კვების ხარჯებს სრულად დაფარავს მომწვევი მხარე.
მონაწილეებს გადაეცემათ ტრენინგში მონაწილეობის შესაბამისი სერთიფიკატი.
რეგიტრაცია უფასოა, მხოლოდ რეგისტრაციის შემდგომ შერჩეული მონაწილეები გადაიხდიან ტრენინგში მონაწილეობის საფასურს - 50 ლარს.
ტრენინგის დროს დისკუსიებს გაუძღვებიან:
- პაატა შეშელიძე, ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს პრეზიდენტი;
- გია ჯანდიერი, ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი;
- გიორგი ჩიქოვანი, ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს მკვლევარი
- გიორგი ჩხიკვაძე, ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს მკვლევარი;
- შამილ შუგაევი, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის, სამხ. კავკასიის ოფისი, პროექტების მენეჯერი;
- დავით ნარიმანიშვილი, მოსამართლე;
- ნოდარ ჩინჩალაძე, ბიზნესმენი, კომპანია იმედი-7 დამფუძნებელი;
- გია პირადაშვილი, ბიზნესმენი, სასტუმრო კომპლექსების - შატო მერე, როიალ ბატონი დამფუძნებელი.
ტრენინგის სრული პროგრამა გამოქვეყნდება 5 თებერვალს.
მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 10 თებერვალი.
სამოტივაციო წერილში, გთხოვთ, დააფიქსიროთ თქვენი აზრი რა გსმენიათ და რას ფიქრობთ ტერმინზე "ძიძა სახელმწიფო"?
შერჩეული მონაწილეები გამოვლინდებიან 11-13 თებერვალს.
სასტუმრო სავანეთი წარმოადგენს თანამედროვე კომპლექსს, გააჩნია ზამთრის ღია აუზი, საუნა, რესტორანი, ბარი. უფრო დაწვრილებით იხილეთ აქ: savaneti.com
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
593 434272 ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
დაწყების თარიღი | 22 თებერვალი, 2020 - 9:00 am |
დასრულების თარიღი | 26 თებერვალი, 2020 - 5:00 pm |
რეგისტრაციის დაწყ. თარიღი | 14 იანვარი, 2020 - 10:00 am |
რეგისტრირებულია | 110 |
რეგისტრაციის ბოლო ვადა | 10 თებერვალი, 2020 - 11:55 pm |
ფასი (ინდივიდუალური) | 50GEL |
ჩატარების ადგილი | სასტუმრო სავანეთი, იყალთო, საქართველო |