იყალთოს ზამთრის აკადემია თავისუფლებისთვის

"ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო", ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მხარდაჭერით, 22-26 თებერვალს  ზამთრის აკადემიის ფარგლებში, სასტუმრო სავანეთში, იყალთოში, ატარებს სემინარს ეკონომიკაში სახელწოდებით:

"თვითკონტროლი თუ სახელმწიფო კონტროლი"

სემინარის ძირითადი თემები:
• ინდივიდუალური გადაწყვეტილებების ეკონომიკა;
• პასუხისმგებლობა და თავისუფლება;
• საკუთრება, პასუხისმგებლობა და გარემოს დაცვა;
• მიწა, ბუნებრივი რესურსები და მათი მართვის საუკეთესო პრაქტიკა;
• საბაზრო გადაწყვეტილებების მიღების პროცესი და ბიუროკრატია;
• საბაზრო დაგეგმარება სახელმწიფო დაგეგმარების გარეშე
• რას ნიშნავს საკუთრების უფლება;
• კულტურა, რელიგია და გეოგრაფია - როგორია ამ ფაქტორების გავლენა ეკონომიკაზე;
• კანონიერება და წესრიგი სახელმწიფოს გარეშე;
• ძიძა სახელმწიფოში ცხოვრების ხიბლი და.ა.შ.

მგზავრობის, ცხოვრებისა და კვების ხარჯებს სრულად დაფარავს მომწვევი მხარე.
მონაწილეებს გადაეცემათ ტრენინგში მონაწილეობის შესაბამისი სერთიფიკატი.
ტრენინგში მონაწილეობის საფასური შეადგენს 50 ლარს.

ტრენინგის დროს დისკუსიებს გაუძღვებიან:
- პაატა შეშელიძე, ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს პრეზიდენტი;
- გია ჯანდიერი, ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი;
- გიორგი ჩიქოვანი, ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს მკვლევარი
- გიორგი ჩხიკვაძე, ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს მკვლევარი;

ტრენინგის სრული პროგრამა გამოქვეყნდება 5 თებერვალს.

მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 10 თებერვალი.
შერჩეული მონაწილეები გამოვლინდებიან 11-13 თებერვალს.

სასტუმრო სავანეთი წარმოადგენს თანამედროვე კომპლექსს, რომელიც აღჭურვილია მრავალფეროვანი მომსახურების სერვისით, გააჩნია ღია აუზი თბილი წყლით, საუნა, რესტორანი, ბარი და სხვა. უფრო დაწვრელებით იხილეთ აქ: savaneti.com

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
593 280433; 593 434272 ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

დაწყების თარიღი 22 თებერვალი, 2019
დასრულების თარიღი 26 თებერვალი, 2019
რეგისტრირებულია 97
რეგისტრაციის ბოლო ვადა 10 თებერვალი, 2019
ჩატარების ადგილი
სასტუმრო სავანეთი, იყალთო, საქართველო
Savaneti Hotel, Vilage Ikalto, Telavi 2206
სასტუმრო სავანეთი, იყალთო, საქართველო
ღონისძიებაზე რეგისტრაციიის ვადა ამოწურულია

მდებარეობა რუკაზე