იყალთოს აკადემია თავისუფლებისთვის

"ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო", ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის, სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით, 9-13 აპრილს სასტუმრო სავანეთში, იყალთო, თელავი ატარებს ტრადიციულ VI იყალთოს აკადემიას თავისუფლებისთვის, ეკონომიკაში

ტრენინგ-სემინარებზე განსახილველი ძირითადი თემები იქნება:

  • • ინდივიდუალური გადაწყვეტილებების ეკონომიკა;
  • • პასუხისმგებლობა და თავისუფლება;
  • • საკუთრება, პასუხისმგებლობა და გარემოს დაცვა;
  • • მიწა, ბუნებრივი რესურსები და მათი მართვის საუკეთესო პრაქტიკა;
  • • საბაზრო გადაწყვეტილებების მიღების პროცესი და ბიუროკრატია;
  • • საბაზრო დაგეგმარება სახელმწიფო დაგეგმარების გარეშე
  • • რას ნიშნავს საკუთრების უფლება;
  • • კულტურა, ტურიზმი - როგორია ამ ფაქტორების გავლენა ეკონომიკაზე;
  • • კანონიერება და წესრიგი სახელმწიფოს გარეშე;
  • • ძიძა სახელმწიფოში ცხოვრების ხიბლი და.ა.შ.

მგზავრობის, ცხოვრებისა და კვების ხარჯებს სრულად დაფარავს მომწვევი მხარე.

მონაწილეებს გადაეცემათ ტრენინგში მონაწილეობის შესაბამისი სერთიფიკატი.

რეგისტრაცია უფასოა.

ტრენინგის დროს დისკუსიებს გაუძღვებიან:

- პაატა შეშელიძე, ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს პრეზიდენტი;

- გია ჯანდიერი, ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი;

- გიორგი ჩიქოვანი, ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს მკვლევარი

- გიორგი ჩხიკვაძე, ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს მკვლევარი;

- ნოდარ ჩინჩალაძე, ბიზნესმენი, კომპანია "იმერი7"-ის დამფუძნებელი;

ტრენინგის სრული პროგრამა გამოქვეყნდება 21 მარტს

მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია მოცემულ ლინკზე: https://forms.gle/8EGiSAFLrkvb14N88

რეგისტრაციის ბოლო ვადაა - 4 აპრილი.

შერჩეული მონაწილეები გამოვლინდებიან 6 აპრილს.

სასტუმრო სავანეთი წარმოადგენს თანამედროვე კომპლექსს, გააჩნია ზამთრის ღია აუზი, საუნა, რესტორანი, ბარი. უფრო დაწვრილებით იხილეთ აქ: savaneti.com

პროგრამა იათ.pdf

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

593 434272 ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

დაწყების თარიღი 9 აპრილი, 2021 - 12:00 pm
დასრულების თარიღი 13 აპრილი, 2021 - 9:00 am