თავისუფლება, სამართალი და ეკონომიკა

ზოგადი ინფორმაცია

ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის, სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით და ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტი - ევროპასთან თანამშრომლობით ატარებს XI საერთაშორისო საზაფხულო სკოლას სახელწოდებით:

სამუშაო ენა: ინგლისური

სამუშაო პროგრამა: გამოქვეყნდება მალე

პირობები: მონაწილეობის საფასური 100 ლარი, ყველა სხვა დანარჩენ ხარჯს ფარავს საზაფხულო სკოლის ორგანიზატორი: 1. მონაწილის სასტუმროში განთავსება, სრული კვება, სასწავლო მასალებით უზრუნველყოფა, საკონფერენციო მომსახურება. 2. მგზავრობა: თბილისი-საირმე-თბილისი

სააპლიკაციო ვადები:

1 ივლისი, 2018 წელი.

შერჩეული მონაწილეები გამოვლინდებიან 2018 წლის 5 ივლისს.

დამატებითი ინფორმაცია:

მობილური: 593 434272; 593 434272

Email: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

ლექტორები

Rasmussen

დუგლას  რასმუსენი

წმინდა იოანეს უნივერსიტეტი

დუგლას რასმუსენი ნიუ-იორკის წმინდა იოანეს უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორია. იგი დუგლას ჯ. დენ უილთან ერთად თანაავტორია წიგნებისა:  თავისუფლება და ბუნება, ლიბერალური წესრიგის არისტოტელური დაცვა (1991); თავისუფლების ნორმები: პერფექციონიზმის საფუძვლები არაპერფექციონისტური პოლიტიკისთვის (2006) და პერფექციონიზმი: მეტანორმიდან მეტაეთიკამდე (2016).  იგი ასევე მრავალი სტატიის ავტორიცაა, მისი სამეცნიერო ნაშრომები დაბეჭდილია ისეთ ჟურნალებში, რგორებიცა: ამერიკული კათოლიკური ფილოსოფიური კვარტალური ჟურნალი; ამერიკული ფილოსოფიის კვარტალური ჟურნალი; საერთაშორისო ფილოსოფიური კვარტალური ჟურნალი; ახალი სქოლასტიკა; პერსონალისტი; საზოგადოებრივ საქმეთა კვარტალური ჟურნალი; სოციალური ფილოსოფია და პოლიტიკა; მეტაფიზიკის მიმოხილვა. მუშაობდა  Ayn Rand-ის საზოგადოების მმართველ საბჭში და  გახლდათ ამერიკის კათოლიკური ფილოსოფიური ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი. იგი არის თანაავტორი (დენ უილთან ერთად) "Ayn Rand-ს ფილოსოფიური აზრი"-  (1984). დუგლას რადმუსენის ინტერესის სფეროს მოიცავს ეპისტემოლოგია, ონტოლოგია, ეთიკა და პოლიტიკური ფილოსოფია,

Garello

პიერ გარელო

IES-Europe - Aix-Marseille Université

პიერ გარელო არის IES Europe-ს  პრეზიდენტი და ჟურნალ " des Économistes et des Études Humaines"- ის მთავარი რედაქტორი. იგი არის ეკონომიკის პროფესორი საფრნგეთის ექს მარსელის უნივერსიტეტში. მან გამოაქვეყნა არაერთი სტატია ავსტრიულ ეკონომიკის, სამართლის და ეკონომიკის შესახებ (განსაკუთრებით კონკურენციის სამართალი და საკონტრაქტო სამართლის სფეროებში). იგი ჟურნალში ხშირად აქვეყნებს იურიდიულ, ფილოსოფიურ და პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებულ სამეცნიერო მიმოხილვებს ფრანგული ტრადიციული ლიბერალური სკოლის პრინციპებზე დაყრდნობით. ასევე არის ევროპის ლიბერალური ქსელის წევრი და კორდინაციას უწევს  ევროპის ლიბერალური Think Tank ორგანიზაციების რესურს ბანკს. ხელმძღვანელობს IREF- ის კვლევთ ცენტრს, რომელიც ხელს უწყობს საგადასახადო კონკურენციის და მყარი საჯარო ფინანსების იდეას.

Carlo Lottieri

კარლო ლოტიერი

სენას უნივერსიტეტი

კარლო ლოტიერი ამჟამად არის სიენას უნივერსიტეტში პოლიტიკური ფილოსოფიის პროფესორი და სოციალურ მეცნიერებათა ფილოსოფიის პროფესორი ლუგანოში (შვეიცარია). ის არის ბრუნო ლეონის ინსტიტუტის პოლიტიკური განყოფილების დირექტორი. კარლო ლოტიერი საკუთარ ნაშრომებში მხარს უჭერს რადიკალურ ლიბერტარიანულ იდეებს და ხაზს უსვამს ადამიანთა ხელშეუხებლობას და თანამედროვე სახელმწიფოს რეალისტურ მიდგომას. მისი ინტერესები მოიცავს ფედერალიზმს, ლიბერტარიანობას, პოლიტიკურ თეოლოგიას, სამხედრო ეთიკას, ელიტიზმს, კანონის ევოლუციურ თეორიას. მან გამოაქვეყნა ბრუნო ლეონის მრავალი ნამუშევარი ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ, ესპანურ, ჩეხურ და ქართულ ენებზე. მისი ბოლო წიგნი (Uniidea elvetica di Libertà, 2017) ხაზს უსვამს შვეიცარიის ფედერაციასა და ევროკავშირს შორის კონტრასტს, უარყოფს სუპერ-სახელმწიფოების ნებისმიერ პროექტს და მხარს უჭერს ლოკალიზმსა და თვითმმართველობას.

Nasulea Christian s

კრისტიან ნასუელა

ბუქარესტის უნივერსიტეტი

ქრისტიან ნასუელა ასწავლის ეკონომიკას ისტორიის ფაკულტეტზე ბუქარესტის უნივერსიტეტში, სადაც ის არის საერთაშორისო ურთიერთობებისა და უნივერსალური ისტორიის დეპარტამენტის წევრი. მისი სასწავლო კურსი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა გლობალური ეკონომიკა, გლობალიზაცია და ეკონომიკური აზრის ისტორია. გარდა ამისა, მან შეიმუშავა  სასწავლო კურსები საშუალო სკოლის მოსწავლეთათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ეკონომიკით. მისი კვლევის ინტერესის სფერო მოიცავს საჯარო პოლიტიკას, ეკონომიკურ განვითარებას, პოლიტიკურ და კომერციულ მოლაპარაკებებს საერთაშორისო ურთიერთობებში, ქცევით ეკონომიკისა და გადაწყვეტილების პროცესებს.

 

Sheshelidze Paata

პაატა შეშელიძე

ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო

პაატა შეშელიძე არის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი "ახალი ეკონომიკური სკოლა- საქართველოს", რომელიც არის საქართველოში თავისუფალი ბაზრის და კლასიკური ლიბერალიზმის ერთადერთი კვლევითი ცენტრი და საგანმანათლებლო ცენტრი. ასევე არის მთავარი რედაქტორი პერიოდული გამოცემის "თავისუფლების ბიბლიოთეკის". თანადამფუძნებელი და დირექტორი ეკონომიკური თავისუფლების ინსტიტუტის. ასწავლის სხვადასხვა ეკონომიკურ დისციპლინას საქართველოს უნივერსიტეტსა და თბილისის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

 

Jandieri Gia

გია ჯანდიერი

ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო

გია ჯანდიერი არის ვიცე-პრეზიდენტი და თანადამფუძნებელი  "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" . წარსულში ის იყო საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს გამგეობის წევრი, მუშაობდა ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში, ანტიკორუფციულ სამუშაო ჯგუფში. გია ჯანდიერი იყო ფინასური ოფისის ხელმძღვანელი საქართველოს პარლამენტში. ასევე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი და ფინანსური ოფიცერი, საქართველოს ეროვნული აუდიტის მრჩეველი   და ეკონომისტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროში.

 

 

 

 

დაწყების თარიღი 16 ივლისი, 2018
დასრულების თარიღი 21 ივლისი, 2018
რეგისტრირებულია 24
რეგისტრაციის ბოლო ვადა 1 ივლისი, 2018
ჩატარების ადგილი
Sairme Hotels & Resorts
Sairme Hotels & Resorts
Sairme Hotels & Resorts
ღონისძიებაზე რეგისტრაციიის ვადა ამოწურულია