17 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლა და ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს თანამშრომლობით გამართა უპრეცენდენტო კონფერენცია თემაზე: "რუსული გავლენების კვალდაკვალ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში", რომელსაც საუნივერსიტეტო მასშტაბით ანალოგი არ გააჩნია.
კონფერენცია ოთხ ძირითად მიმართულებად იყოფოდა:
✅ რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური გავლენები
✅ სამხედრო, ჰიბრიდული გავლენები
✅ კულტურა, ნორმები და ფასეულობები
✅ როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს
კონფერენციაზე მსოფლიოში აღიარებული პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტები განიხილავდნენ რუსეთის რევიზიონისტულ სტრატეგიას, რომელიც ორიენტირებულია პოსტ-საბჭოთა სივრცეში საკუთარი გავლენის დაბრუნებაზე.
კონფერენციაზე მოწვეული სპიკერები იყვნენ:
📢 მაიკლ კარპენტერი- ა.შ.შ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის - ჯო ბაიდენის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში. ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრის დირექტორი. ლიტვის ეროვნული თავდაცვის ფონდის კონსტულტანტი უსაფრთხოების საკითხებში.
📢 ჯეფრი მანკოფი- CSIS Russia and Eurasia პროგრამის ხელმძღვანელი,რუსეთთან ურთიერთობის საკითხში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი , ექსპერტი უსაფრთხოების და რუსეთის საგარეო ურთიერთობების საკითხებში.
📢 ბრაიან ვიტმორი- ევროპული პოლიტიკის ანალიტიკის ცენტრში რუსეთის პროგრამის დირექტორი და მთავარი მკვლევარი.
📢 ლუკ კოფი- ჰერიტიჯ ფონდის, ალისონის ცენტრის საგარეო პოლიტიკის კვლევების დირექტორი. „ნატო-საქართველო: ა.შ.შ და ევროპული ინტერესი“ წიგნის ავტორი.
📢 ანდრეას უმლანდი- გერმანელი პოლიტიკის მეცნიერი, რუსეთის და უკრაინის ისტორიის ექსპერტი.
📢 კრასენ სტანჩევი- მაკროეკონომიკის ექსპერტი, სოფიას უნივერსიტეტის პროფესორი, ევროკავშირის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და USAID-ის პროგრამების ხელმძღვანელი კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონში.
📢 ზიგიმანტის პავილიონისი- ლიეტუვას რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, ტრანსატლანტიკური და დემოკრატიული სუბკომიტეტის თავმჯდომარე, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი.