მომზადებულია ფრეიზერის ინსტიტუტისა (კანადა, www.fraserinstitute.org) და ეკონომიკური თავისუფლების საერთაშორისო ქსელის მიერ (www.facebook.com/EconomicFreedomNetwork).

ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო (www.nes-g.org; https://www.facebook.com/nesgeorgia/) 2005 წლიდან არის ფრეიზერის ინსტიტუტის პარტნიორი, ეკონომიკური თავისუფლების ქსელის წევრი და კვლევების თანაავტორი საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის ნაწილში.

 

10 სექტემბერი, 2020 წელი.

„ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში“ 2020 წლის კვლევით საქართველო იკავებს მე-8 ადგილს (8.18 ქულა) 162 ქვეყანას შორის.

2020 წლის კვლევა მომზადებულია 2018 წლის მონაცემების საფუძველზე და ზომავს — ეკონომიკურ თავისუფლების ხარისხს როგორც ცალკეულ ქვეყნებში, ისე მსოფლიოს მასშტაბით, აფასებს რა პირადი არჩევანის ხარისხს, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე შესვლის შესაძლებლობას, კერძო საკუთრების დაცულობას, კანონის უზენაესობას, სასამართლოს ვალუტის სტაბილურობას, ინფლაციას, ბიუროკრატიის წნეხს და სხვა მახასიათებლებს.

ნიშანდობლივია, რომ მიმდინარე წელს კვლევაში შევიდა მრავალი მეთოდოლოგიური ცვლილება და გამოყენებულია ინფორმაციის რამოდენიმე ახალი წყარო, რამაც საგრძნობლად გადაახალისა გასული წლების შედეგები. ამგვარად, წინა წლების მონაცემების ხელახალი გადათვლით, 2018 წლის შედეგი უკეთესია ვიდრე 2017 წელს (მე-9 ადგილი, 8.14 ქულა) და 2016 წელს (მე-10 ადგილი, 8.12 ქულა), თუმცა მცირედით უარესია ვიდრე 2015-2013 წლებში. განახლებული მეთოდოლოგიით, ისტორიულად საუკეთესო შედეგი საქართველოს ქონდა 2014 წლის მონაცმებით (მე-6 ადგილი, 8.27 ქულა). ხაზგასასმელია, რომ 2011 წლიდან საქართველო მუდმივად საუკეთესო 10-შია.

კვლევის 5 სფეროს მიხედვით, საქართველოს მონაცემები 2018 წლისთვის ასე გამოიყურება:

  1. მთავრობის ზომა: 7.86 ქულა – 27-ე ადგილი;
  2. სამართლებრივი სისტემა და საკუთრების უფლება: 6.47 ქულა – 32-ე ადგილი;
  3. ვალუტის სტაბილურობა: 9.30 ქულა – 58-ე ადგილი;
  4. საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება: 9.02 ქულა – 3-ე ადგილი;
  5. რეგულირებები: 8.27 ქულა – 29-ე ადგილი.

მათ შორის

       - საკრედიტო ბაზრის: 9.73 ქულა – 20-ე ადგილი;

       - შრომის ბაზრის: 6.63 ქულა – 75-ე ადგილი;

       - ბიზნესის: 8.43 ქულა – 11-ე ადგილი.

აღნიშნული სფეროების მიხედვით შეფასებების დინამიკა 2003 წლიდან აჩვენებს, რომ განსაკურებულად თანმიმდევრული გაუმჯობესებაა საგარეო ვაჭრობისა ღიაობისა და რეგულირებების გამარტივების კუთხით. სამართლებრივი სისტემისა და საკუთრებითი ურთიერთობების შეფასებების დადებითი ტენდენცია 2015 წლიდან უარესდება, ხოლო მთავრობის ზომისა და მყარი ფულის ხელმისაწვდომების შეფასებები ასახავენ შესაბამის პოლიტიკის არათანმიმდევრულობას და წინააღმდეგობრიობას.

 png

 

2018 წლის მიხედვით მოწინავე ათეულის ქვეყნებია: ჰონგ-კონგი, სინგაპური, ახალი ზელანდია, შვეიცარია, ავსტრალია, აშშ, მაურიციუსი, საქართველო, კანადა, ირლანდია.

ბოლო ათეულში კი არიან: ეგვიპტე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ზიმბაბვე, კონგოს რესპუბლიკა, ალჟირი, ირანი, ანგოლა, ლიბია, სუდანი, ვენესუელა.

კვლევის მონაცემებით სომხეთი 18-ე, რუსეთი 85-ე, აზერბაიჯანი 112-ე, უკრაინა 131-ე, ხოლო ჩინეთი 124-ე ადგილზეა.

ნიშანდობლივია, რომ ეკონომიკური თავისუფლების საშუალო მსოფლიო მაჩვენებელი 1950 წლიდან 2015 წლამდე გაიზარდა 6.63-დან 6.98-მდე.

კვლევის თანახმად, ეკონომიკურად თავისუფალ ქვეყნებს, საშუალოდ აქვთ მეტი შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე და მაღალი დონის ქონებრივი ხელშეუხებლობა, უკეთესი ბიზნეს გარემო და ინფრასტრუქტურა, ცხოვრების უფრო მაღალი  სტანდარტი (განათლება, ჯანდაცვა, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა და ა.შ.), პოლიტიკური და სოციალური უფლებები და გენდერული თანასწორობა. რაც უფრო მაღალი ეკონომიკური თავისუფლება, მით უფრო მაღალია  ქვეყნებს შიგნით ურთიერთ ნდობა და შემწყნარებლობა.

საერთაშორისო კვლევის „ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში 2020“ პრეზენტაცია გაიმართება 10 სექტემბერს 20:00 საათზე ზუმის ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით:

https://us02web.zoom.us/j/81743248874?pwd=RnZwajY2NVA4SnNtVVFpaGs3Q09mdz09

პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ:

  1. დოქტორი რობერტ ა. ლოუსონი (აშშ)
  2. პაატა შეშელიძე (საქართველო)
  3. გია ჯანდიერი (საქართველო)

ზოგადი ინფორმაცია

ინდექსის შესახებ ვიდეო რგოლი შეგიძლიათ იხილოთ აქ: ვიდეო

სრული ინფორმაცია ინდექსის შესახებ და ასევე წინა წლების რეიტინგები შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.fraserinstitute.org/economic-freedom/map?geozone=world&page=map&year=2018

სოციალურ ქსელის საშუალებით აქ: www.facebook.com/EconomicFreedomNetwork

საკონტაქტო პირი: პაატა შეშელიძე , მობილური: 593 305468, Email: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.