მოკლედ აესკოს შესახებ
აესკო – ეკონომიკური ცოდნის გავრცელების საზოგადოება შეიქმნა 2001 წელს, ოფიციალური რეგისტრაცია გაიარა 2002 წელს.
აესკოს შექმნის იდეა მისი მომავალი დამფუძნებლებს მიზესის ინსტიტუტში (აშშ) გაუჩნდათ.
აესკო არის არამომგებიანი ინსტიტუტი, ორიენტირებული საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე კლასიკურ ლიბერალურ იდეებზე დაყრდნობით (ძირითადად ავსტრიული და საზოგადოებრივი არჩევანის სკოლებზე). მისი მთავარი ფუნდამენტია მეთოდოლოგიური ინდივიდუალიზმი, სუბიექტივიზმი და შეზღუდული მთავრობა.
აესკოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია
ეკონომიკური ცოდნის გავრცელება, სემინარების, კონფერენციების, გამოცემების, თარგმანების, საჯარო ლექციებისა და სხვა მეთოდებით; პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ზემოქმედება პირდაპირი მონაწილეობით საჯარო გადაწყვეტილებათა ფორმირების პროცესში, სამუშაო შეხვედრების, დისკუსიების, დებატების მოწყობითა და მონაწილეობით მათში, საერთაშორისო ექსპერტების მოწვევით მთავრობისათვის რჩევების მისაცემად და სხვ.
უკვე შესრულებული საქმიანობის მოკლე ჩამონათვალი
საქმიანობა, რომელიც აესკომ განახორციელა 14 წლის განმავლობაში:
400-ზე მეტი ადგილობრივი სემინარი თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გურჯაანში, ბაკურიანში, ბათუმში, ურეკში, გუდაურში. ამ სემმინარების მთავარი თემა იყო ეკონომიკური პოლიტიკის კონკრეტული საკითხები, ეკონომიკური პრობლემების თეორიული ასპექტები.
120-ზე მეტი საერთაშორისო სემინარი და კონფერენცია, რომლებშიც ჩართული იყვნენ მონაწილეები 40-ზე მეტი ქვეყნიდან
შექმნილია ეკონომიკური თავისუფლების სამხრეთ კავკასიის ქსელი, აზერბაიჯანისა და სომხეთის ეკონომიკური ინსტიტუტების მონაწილეობით. ქსელის უპირველეს მიღწევად უნდა ჩაითვალოს საქართველოს ჩართვა ფრეიზერის ინსტიტუტის საერთაშორისო კვლევაში და შემდგომ საერთაშორისო სარეიტინგო ინდექსში – “მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება”, ასევე აესკოს გაწევრიანება ეკონომიკური თავისუფლების გლობალურ ქსელში.
ნაუმანის ფონდის მხარდაჭერით გამოიცა თავისუფლების ბიბლიოთეკის 7 ტომი:
1. ლიბერალიზმის საფუძვლები
2. ლიბერალიზმი და ძალაუფლება
3. თავისუფლება და საკუთრება
4. ინტელექტუალები, განათლება და თავისუფლება
5. რეფორმები და თავისუფლება
6. თავისუფლების მოაზროვნეები
7. თავისუფლების ფილმი
თემფლთონის ფონდის მხარდაჭერით გამოიცა თავისუფლების ბიბლიოთეკის მე-8 ტომი.
მეწარმეობა და თავისუფლება
ნაუმანის ფონდის მხარდაჭერით გამოიცა ფრედერიკ ბასტიას – „კანონი“ და „ის რაც ჩანს და ის არც არ ჩანს“, კენ სქულანდის – „ჯონათან გალიბლის თავგადასავალი“, ტიბორ მაქანის – „საქართველოში წაკითხული ლექციების ციკლი“
USAID-ის მხარდაჭერით გამოიცა სახელმძღვანელო ჟურნალისტებისთვის – „გზამკვლევი ეკონომიკაში“
ატლასის ფონდის მხარდაჭერით და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან პარტნიორობით გამოიცა ლუდვიგ ფონ მიზესის – „ბიუროკრატია“ და ბრუნო ლეონეს – „თავისუფლება და კანონი“
ბიბლიოთეკის ტომებში პირველად საქართველოს ისტორიაში გამოქვეყნდა კლასიკური ლიბერალიზმის თითქმის ყველა ცნობილი ავტორის მოსაზრებანი და პუბლიკაციები.
ჩამოტანილია და გავრცელებულია კლასიკური ლიბერალური (ლიბერტარიანული) ლიტერატურა, ეკონომიკისა და სახელმწიფო მართვის საკითხებზე, მ.შ. რუსულ და ინგლისურ ენებზე.
საქართველოს უნივერსიტეტში ფუნქციონირებს აესკო-ს ბიბლიოთეკა.
ორგანიზაციის წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ საერთაშორისო ღონისძიებებში, ფონდების ნაუმანის, ატლასის; ჰერითიჯის, ქეითოს, ფრეიზერის, ექთონის, ევროპისა და მანჰეტენის ინსტიტუტების და სხვათა საერთაშორისო კონფერეციებში და სემინარებში, მრგვალ მაგიდებსა და დისკუსიებში.
ორგანიზაციის წევრები და ექსპერტები აქტიურად მონაწილეობენ საეთაშორისო ექსპერტულ შეხვედრებში.
პუბლიკაციები: ორგანიზაციის წევრები და ექსპერტები ძალიან აქტიურად აქვეყნებდნენ თავიანთ მოსაზრებებს ადგილობრივ თუ საერთაშორისო პრესაში, მ.შ.: განათლების, ენერგეტიკის, პრივატიზების, სამხედრო სამსახურის, კორუფციის, დერეგულაციის და სხვა საკითხებზე.
საერთაშორისო აღიარება და პრიზები
აესკოს მოღვაწეობა არაერთხელ იქნა აღიარებული საერთაშორისო დონეზე. ამ აღიარების შედეგად იგი ადვილად გახდა ისეთი საერთაშორისო ქსელების წევრი, როგორებიცაა ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში და რესურს – ბანკი.
2005 წელს აესკო მონაწილეობდა აშშ ატლასის ეკონომიკური კვლევის ცენტრის მიერ დაწესებულ თემფლთონის პრიზების კონკურსში, რომელშიც მოიგო ორი პრიზი: სტუდენტებთან მუშაობისათვის და ინსტიტუციური წარმატებისათვის (Institute Excellence).
თანამშრომლობა პოლიტიკის განვითარების მიზნით
აესკოს წევრები ინტენსიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებებში ეკონომიკური პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით. მისი 2 წევრი და 1 ექსპერტი იყვნენ ჯგუფის წევრები, რომელმაც შეიმუშავა ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი 2002 წელს – პროექტი წარმოადგენდა მთავრობის დაკვეთას და 1 მოსმენით მიღებულ იქნა კიდეც პარლამენტის მიერ.
2002 წლიდან დაწყებული აესკოს წევრები უშუალოდ მონაწილეობდნენ მრავალი კანონპროექტისა და ეკონომიკური გადაწყვეტილეების მომზადებაში, როგორიცაა:
2005 წლის საგადასახადო კოდექსი, 2005 წლის ლიცენზირების ახალი კანონპროექტი, საჯარო სამსახურის რეფორმა, შრომის კოდექსის პროექტი.
2005-2006 წლებში აესკომ საქართველოში მოიწვია ცნობილი საერთაშორისო მეცნიერები, ექსპერტები და წარმატებული რეფორმატორები: რობერთ ლოუსონი, მარქ მაილსი – ეკონომიკური თავისუფლება (აშშ); რობერთ ნეფი – თვითმმართველობა (შვეიცარია), რუთ რიჩარდსონი – საჯარო სექტორის რეფორმები (ახალი ზელანდია), ჰარდი ბოუილონი – თავისუფლების ფილოსოფია, შტეფან მელნიკი – ლიბერალიზმი (გერმანია), მარტ ლაარი – რეფორმები (ესტონეთი).
2006 წელს დაგეგმილია კიდევ რამოდენიმე სერიოზული ექსპერტის ვიზიტი, რომელთა მთავარი მიზანი იქნება საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების დარწმუნება რადიკალური ეკონომიკური რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაში.
აესკოს პარტნიორები საქართველოსა და უცხოეთში
საქართველოში აესკოს საქართველოს უნივერსიტეტი, რომელთან ერთადაც აესკო-მ დააფუძნა „ეკონომიკური თავისუფლების ინსტიტუტი“, კერძო სექტორიდან თი-ბი-სი ჯგუფთან, საქართველოს ბანკთან, ამერიკის სავაჭრო პალატასთან, საქართველოს ბიზნესის ფედერაციასთან, კომპანიებთან: კოკა კოლა, კასტელი, ბორჯომი, ავერსი, გურიელი, ვანო და კომპანია, პანორამა და სხვ.
საერთაშორისო დონეზე აესკო თანამშრომლობს: ნაუმანის ფონდთან (გერმანია), ქეითოს და მიზესის ინსტიტუტთან, ეკონომიკური განათლების, თემფლთონის, ატლასისა და ჰერითიჯის ფონდებთან (აშშ)., ჰაიეკის ინსტიტუტთან (ავსტრია), ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტთან (საფრანგეთი) და სხვ.