პაატა შეშელიძე

აესკოს-ს პრეზიდენტი


ელ. ფოსტის მისამართი: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

facebook google-plus twitter

1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის მიკროეკონომიკის სპეციალობა.

1989-1994 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის თანადამფუძნებელი წევრი.

1994-1999 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა ფედერალისტთა ასოციაციის თანადამფუძნებელი პრეზიდენტი. 1994-2004 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წევრი. 1993-2003 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდობის ქრისტიანულ-დემოკრატიული ასოციაციის პრეზიდენტი. 1996-1998 წლებში საქართველოს ახალგაზრდობის ფორმის თანადამფუძნებელი წევრი. 1996-98 წლებში ევროპის ახალგაზრდული ფორუმის თანადამფუძნებელი და  საქართველოს ახალგაზრდობის ფორუმის წარმომადგენელი. 1997 წელს ევროპის სახალხო პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თანადამფუძნებელი.

1993-1996 წლებში საქართველოს პარლამენტის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი. 1996-1999 წლებში ფინანსთა სამინისტროს მიკროეკონომიკის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი. 1999-2000 წლებში საგზაო ფონდის საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელი.  

2001 წლიდან ახალი ეკონომიკური სკოლის თანა-დამფუძნებელი პრეზიდენტი. 2004 წლიდან თავისუფლების ბიბლიოთეკის მთავარი რედაქტორი. 20015 წლიდან ეკონომიკური თავისუფლების ინსტიტუტის თანადამფუძნებელი და დირექტორი.

2015 წლიდან საქართვლოს უნივერსიტეტის ლექტორი. 2016 წლიდან შავი ზღვის უნივერსიტეტის ლექტორი.

2017 წლიდან მონაცემთა კვლევის ცენტრის თანადამფუძნებელი.

20 წიგნის რედაქტორი, 500-ზე მეტი სემინარის, ტრენინგის, საჯარო ლექციის ორგანიზატორი და მომხსენებელი. 2005 წლიდან ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში კვლევის თანაავტორი და მედიის მხრიდან ერთ-ერთი მოთხოვნადი ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში.