1680 წელს, მეფე ლუი XIV-ის (1638-1715) მმართველობისას, ფინანსთა მინისტრმა ჟან-ბატისტ კოლბერმა (1619-1683) ვაჭარს ლე გენდრს ჰკითხა თუ რისი გაკეთება შეეძლო ხელმწიფეს მისი საქმის ხელშესაწყობად.
ვაჭარმა მოიგო: Laissez-nous faire (დაგვანებეთ ვიმოქმედოთ).
მოგვიანებით, თავისუფალი ვაჭრობის მომხრე რენე დე ვოიერმა (1694-1757) აღნიშნული შემთხვევა ეკონომიკური თავისუფლების ჩანასახად მოიხსენია.
ეკონომისტმა ვინსეტ დე გორენმა (1712-59) კი, ეს გამონათქვამი კიდევ უფრო სრულყო: Laissez-faire et laissez-passer, le monde va de lui meme (დაგვანებეთ ვიმოქმედოთ დამოუკიდებლად, სამყარო თავისით განვითარდება).
ასე ჩამოყალიბდა გამონათქვამი Laissez-faire თავისუფალი ბაზრის, თავისუფალი ვაჭრობის, ეკონომიკური თავისუფლების, სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩაურევლობის სინონიმად.