პრაქტიკული პოლიტიკა
გვსურს მოგიწვიოთ ჩვენს ღონისძიებაზე - პრაქტიკული პოლიტიკა.
გთავაზობთ პრაქტიკულ სასწავლო ტრენინგს, რომელიც გაიმართება 18, 21, 25 და 27 ივნისს - აირჩიეთ კონკრეტული თარიღი, როდის გსურთ ტრენინგში მონაწილეობის მიღება. (2 ივლისს კი გაიმართება შეჯამება და სერტიფიკატებით დაჯილდოება).
გთხოვთ, შეავსოთ რეგისტრაციის ფორმა:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSff3gQ8aVq8_TYmyotRjFFwIeu3wFntYij76etAZU-ZjmapzQ/viewform
ღონისძიება იმართება ახალი ეკონომიკური სკოლის მიერ მომზადებული წიგნის „პრაქტიკული პოლიტიკა დამწყები ამომრჩევლისთვის“ მიხედვით, რომელშიც მონაწილეობისთვის ვიწვევთ საკითხით დაინტერსებულ ახალგაზრდებს, სტუდენტებს, აკადემიური წრეების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ყველა დაინტერესებულ პირს.
ტრენინგი ეფუძნება სპეციალურად მომზადებულ გზამკვლევს და ქვიზს, რომელსაც უშუალოდ ტრენინგის პროცესში გაეცნობით.
ღონისძიების ორგანიზატორია ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველო.
პროექტი ხორციელდება ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის და საქართველოს უნივერსიტეტის მხარდაჭერით.
პროექტის პარტნიორია სასკოლო კლუბების ასოციაცია.
ტრენინგის დღის წესრიგი:
12:00 - I სესია - პიროვნული თავისუფლების, განათლების, ჯანდაცვის, უსაფრთხოებისა და გადასახადების პოლიტიკის ხედვები:
ა. ლიბერალური ხედვა;
ბ. კონსერვატიული, მეტწილად ცენტრისტული ჯგუფების ხედვა;
გ. მემარცხენე ჯგუფების ხედვა;
დ. კითხვები და დისკუსია.
13:30 - პიცა და კოლა (+ყავა)
14:15 - II სესია - პოლიტიკური ჯგუფების მიდგომები და საარჩევნო სისტემა
ა. მსოფლიო გამოცდილება;
ბ. საქართველოს გამოცდილება;
გ. საარჩევნო სიტემის სპეციფიკა - საქართველოსა და მსოფლიოს გამოცდილება;
დ. კითხვები და დისკუსია.
15:30 დასასრული
დაწყების თარიღი | 21 ივნისი, 2024 - 12:00 pm |
დასრულების თარიღი | 21 ივნისი, 2024 - 4:00 pm |
რეგისტრაციის დაწყ. თარიღი | 14 ივნისი, 2024 - 12:00 pm |
რეგისტრირებულია | 0 |
რეგისტრაციის ბოლო ვადა | 21 ივნისი, 2024 - 12:00 pm |
ჩატარების ადგილი | საქართველოს უნივერსიტეტი |