რობოტიზაცია და კომპიუტერიაზცია იწვევს უმუშევრობას

ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველო ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით საქართველოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გთავაზობთ საგაზაფხულო საჯარო ლექცია-დისკუსიების ციკლს — "უკაცრავად, პროფესორო თქვენ ცდებით..."

ციკლი მომზადებულია ამერიკელი ეკონომისტის დოქტორ ლოურენს რიდის ხელმძღვანელობით აშშ-ს ეკონომიკური განათლების ფონდის მიერ შემუშავებული ვიდეო ლექციების ციკლის მიხედვით, რომელიც ემსახურება "პროგრესივისტი" პროფესორების მიერ დამკვიდრებული და "აქსიომებად" გასაღებული 50-ზე მეტი ეკონომიკური მითის გაბათილებას. 


ჩვენი ციკლის ფარგლებში გვსურს იგივე მეთოდით დავიწყოთ ყველა იმ თემის წარმოჩენა, რომელიც საქართველოს რეალობისთვის ძალიან აქტუალურია და თან ჩვენთანაც პროგრესივიზმის კლიშეების სახით მკვიდრდება.

ლექციების განრიგი თემების მიხედვით:

- "რობოტიზაცია და კომპიუტერიაზცია იწვევს უმუშევრობას" - 22 მარტი, გია ჯანდიერი;

10 მაისი - სერთიფიკატების გადაცემა.

ორგანიზატორი: ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველო
პარტნიორები: ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის, სამხრეთ კავკასიის ოფისი.
საქართველოს უნივერსიტეტი.

სალექციო ციკლის ფარგლებში ჩატარდება 6 ლექცია და ერთი საერთაშორისო კონფერენცია საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი სპიკერების მოხსენებით.

სამუშაო ენა: ქართული
დასაწყისი: 19:00 საათი

სალექციო ციკლის დასრულებისას აქტიურ მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის სერთიფიკატი, სერთიფიკატის მისაღებად დასწრება სავალდებულოა 5 ლექციაზე და 13 აპრილის საერთაშორისო კონფერენციაზე "თავისუფალი ბაზრის გზამკვლევი".

 

მისამართი: საქართველოს უნივერსიტეტი, მ. კოსტავას 77ა. (ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის უკან). მე-5 სართული, საკონფერენციო დარბაზი # 519

 

დაწყების თარიღი 22 მარტი, 2019 - 7:00 pm
დასრულების თარიღი 22 მარტი, 2019 - 7:00 pm
რეგისტრირებულია 28
რეგისტრაციის ბოლო ვადა 22 მარტი, 2019 - 5:00 pm
ჩატარების ადგილი
საქართველოს უნივერსიტეტი
The University of Georgia Merab Kostava St Tbilisi 0171
საქართველოს უნივერსიტეტი
ღონისძიებაზე რეგისტრაციიის ვადა ამოწურულია

მდებარეობა რუკაზე