იყალთოს ზამთრის აკადემია თავისუფლებისათვის

"ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო", ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის, სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით, 22-26 თებერვალს  ზამთრის აკადემიის ფარგლებში, სასტუმრო სავანეთში, იყალთოში, ატარებს ტრენინგს ეკონომიკაში სახელწოდებით:

განსახილველი ძირითადი თემები:

  • • ინდივიდუალური გადაწყვეტილებების ეკონომიკა;
  • • პასუხისმგებლობა და თავისუფლება;
  • • საკუთრება, პასუხისმგებლობა და გარემოს დაცვა;
  • • მიწა, ბუნებრივი რესურსები და მათი მართვის საუკეთესო პრაქტიკა;
  • • საბაზრო გადაწყვეტილებების მიღების პროცესი და ბიუროკრატია;
  • • საბაზრო დაგეგმარება სახელმწიფო დაგეგმარების გარეშე
  • • რას ნიშნავს საკუთრების უფლება;
  • • კულტურა, ტურიზმი - როგორია ამ ფაქტორების გავლენა ეკონომიკაზე;
  • • კანონიერება და წესრიგი სახელმწიფოს გარეშე;
  • • ძიძა სახელმწიფოში ცხოვრების ხიბლი და.ა.შ.

 

მგზავრობის, ცხოვრებისა და კვების ხარჯებს სრულად დაფარავს მომწვევი მხარე.

მონაწილეებს გადაეცემათ ტრენინგში მონაწილეობის შესაბამისი სერთიფიკატი.

რეგიტრაცია უფასოა, მხოლოდ რეგისტრაციის შემდგომ შერჩეული მონაწილეები გადაიხდიან ტრენინგში მონაწილეობის საფასურს - 50 ლარს.  

 

 

ტრენინგის დროს დისკუსიებს გაუძღვებიან:

- პაატა შეშელიძე, ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს პრეზიდენტი;

- გია ჯანდიერი, ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი;

- გიორგი ჩიქოვანი, ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს მკვლევარი

- გიორგი ჩხიკვაძე, ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს მკვლევარი;

 - შამილ შუგაევი, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის, სამხ. კავკასიის ოფისი, პროექტების მენეჯერი;

- დავით ნარიმანიშვილი, მოსამართლე;

- ნოდარ ჩინჩალაძე, ბიზნესმენი, კომპანია იმედი-7 დამფუძნებელი;

- გია პირადაშვილი, ბიზნესმენი, სასტუმრო კომპლექსების - შატო მერე, როიალ ბატონი დამფუძნებელი.

 

ტრენინგის სრული პროგრამა გამოქვეყნდება 5 თებერვალს.

მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 10 თებერვალი.

სამოტივაციო წერილში, გთხოვთ, დააფიქსიროთ თქვენი აზრი რა გსმენიათ და რას ფიქრობთ ტერმინზე "ძიძა სახელმწიფო"?

შერჩეული მონაწილეები გამოვლინდებიან 11-13 თებერვალს.

 

პროგრამა

 

სასტუმრო სავანეთი წარმოადგენს თანამედროვე კომპლექსს, გააჩნია ზამთრის ღია აუზი, საუნა, რესტორანი, ბარი. უფრო დაწვრილებით იხილეთ აქ: savaneti.com

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

593 434272 ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

დაწყების თარიღი 22 თებერვალი, 2020 - 9:00 am
დასრულების თარიღი 26 თებერვალი, 2020 - 5:00 pm
რეგისტრაციის დაწყ. თარიღი 14 იანვარი, 2020 - 10:00 am
რეგისტრირებულია 55
რეგისტრაციის ბოლო ვადა 10 თებერვალი, 2020 - 11:55 pm
ფასი (ინდივიდუალური) 50GEL
ჩატარების ადგილი
სასტუმრო სავანეთი, იყალთო, საქართველო
Savaneti Hotel, Vilage Ikalto, Telavi 2206
სასტუმრო სავანეთი, იყალთო, საქართველო
GEL50.00

მდებარეობა რუკაზე