როგორ ავარიდოთ თავი პოლიტიკურ ნაღმებს ეკონომიკაში

„ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო“ ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის, სამხრეთ კავკასიის ოფისსა და საქართველოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით იწყებს საშემოდგომო სალექციო ციკლს - როგორ ავარიდოთ თავი პოლიტიკურ ნაღმებს ეკონომიკაში. FEE.org

პროქტი მომზადებულია, ამერიკელი ეკონომისტი, ნობელის პრიზის ლაურეატი ეკონომიკაში, მილთონ ფრიდმანის 12 საკვანძო მოსაზრების საფუძველზე.

სალექციო ციკლის განმავლობაში, ქართველი და უცხოელი ლექტორები წაიკითხავენ 12 ლექციას:

22 ოქტომბერი - ეკონმიკური თავისუფლების უპირატესობა სოციალიზმზე - რობერტ ლოუსონი

1 ნოემბერი - Do young people really like socialism? - მათ კიბე

8 ნოემბერი - „არგუმნეტების უმეტესობა თავისუფალი ბაზრის წინააღმდეგ, თავად თავისუფლების რწმენის ნაკლებობისგან არის წარმოშობილი“  - პაატა შეშელიძე

                     - მკვეთრად უნდა განვასხვავოთ თუ რას ნიშნავს იყო თავისუფალი მეწარმეობის მომხრე და იყო ბიზნესის მომხრე. დიდი  მთავრობა, დიდი ბიზნესი - გიორგი ლომინაძე

15 ნოემბერი  - საზოგადოება, რომელიც თავისუფლებაზე წინ თანასწორობას აყენებს, ვერასდროს მოიპოვებს ვერც ერთს;  ხოლო საზოგადოება, რომელიც თავისუფლებას აყენებს        თანასწორობის წინ, ორივეს წარმეტებით მოიპოვებს. - გია ჯანდიერი

                      - მე ვარ მომხრე მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზების. ჩემი რწმენით,  თუ ადამიანებს სურთ  მოიკლან თავი, მათ ამისთვის ყველა უფლება აქვთ. ადამიანების უმეტესობის            ზარალდება სწორედ იმიტომ, რომ მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარება არალეგალურია. - ზურაბ ჯაფარიძე

20 ნოემბერი - დედამიწაზე ცხოვრების ფილოსოფია - იარონ ბრუკი (რეგისტრაცია)

22 ნოემბერი - მორალური პრობლემაა, რომ მთავრობა ადამიანებს მოძალადედ აქცევს მაშინ, როდესაც ისინი ისეთ რამეს აკეთებენ, რაც თავადვე ვჭირდება და ამავე დროს არავის აყენებს ზიანს. - გიორგი ჩიქოვანი

                       -  თავისუფალი ბაზრის პირობებში არავის ადარდებს სხვისი კანის ფერი, რელიგია  და ა.შ. მთავარია აწარმოო პროდუქტი, რომელსაც ხალხი მოიხმარს.  - დათო როგავა

29 ნოემბერი - მცირე გამონაკლისის გარდა, მეწარმეთა აბსოლუტური უმეტესობა თავისუფალი ბაზრის მომხრეა, თუმცა ისინი ეწინააღმდეგებიან თავისუფალ ბაზარს, როდესაც საქმე პირადად მათ საქმეს ეხება. - გიორგი ჩხიკვაძე

                      - არსებობს ფულის ხარჯვის მხოლოდ 4 გზა - გია ჯანდიერი

6 დეკემბერი - მთავრობა ვერასდროს სწავლობს, სწავლობს მხოლოდ ხალხი - ავიგდორ იარდენი

                      - უდიდესი შეცდომაა სამთავრობო პოლიტიკის და პროგრამების განსჯა  მათი მიზნებით და არა მათი შედეგებით - პაატა შეშელიძე

13 დეკემბერიჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ უტოპიის განხორციელებას არ უნდა ველოდეთ. ვისურვებდი, რომ მთავრობას კიდევ უფრო ნაკლები უფლებამოსილებები ჰქონდეს ვიდრე ეს ახლაა, თუმცა არ მჯერა რომ შეიძლება როდესმე მივაღწიოთ ისეთ ვითარებას, როდესაც მთავრობა საერთოდ არ დაგვჭირდება. - ირაკლი იაგორაშვილი

                        -  მსუბუქი ნარკოტიკების აკრძალვა ისეთივე უსუსური პოლიტიკა მგონია როგორც ადამიანს აუკრძალოს ზედმეტი ჭამა. ცნობილია რომ ზედმეტი ჭამით უფრო მეტი ადამიანი იღუპება ვიდრე მსუბუქი ნარკოტიკებით. - ნოდარ ჩინჩალაძე. 

ყურადღება!!! იმ სტუდენტებს რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან სალექციო ციკლში გადაეცემათ ინგლისურენოვანი სერთიფიკატი, რომელიც მათ მიერ მიღებული ცოდნის დამადასტურებელი იქნება და გამოადგებათ სამომავლო აქტივობებსა და კარიერულ ზრდაში.  ამისთვის აუცილებელია 10 ლექციიდან 7-ზე  დასწრება და შესაბამისი კურსის დამთავრებაზე რეგისტრაციის გავლა ჩვენს ვებგვერდზე - კურსდამთავრებულები

დაწყების თარიღი 22 ოქტომბერი, 2019
დასრულების თარიღი 20 დეკემბერი, 2019
რეგისტრირებულია 92
რეგისტრაციის ბოლო ვადა 20 დეკემბერი, 2019
ჩატარების ადგილი
საქართველოს უნივერსიტეტი
The University of Georgia Merab Kostava St Tbilisi 0171
საქართველოს უნივერსიტეტი

მდებარეობა რუკაზე