ავტორი: რაინერ ცითელმანი

1984 წლის 13 ოქტომბერი: ბრიტანელი კონსერვატიული პრემიერ-მინისტრი მარგარეთ ჰილდა თეთჩერი, მიმართავს თორის პარტიის კონფერენციას ბრაითონში, გრანდ ჰოთელის დაბომბვის შემდეგ, სადაც ბევრი დელეგატი იყო განთავსებული. (ფოტო: Hulton Archive/Getty Images)

  

ბრიტანეთი ყველაფერს უნდა უმადლოდეს ქალბატონს, რომელმაც იგი სოციალიზმისგან გადაარჩინა, ამბობს რაინერ ცითელმანი

მარგარეთ თეთჩერს დღეს 100 წელი შეუსრულდებოდა. იგი თითქმის 12 წლის განმავლობაში იყო გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რაც მას მე-20 საუკუნის ყველაზე დიდხნიან პრემიერ-მინისტრად აქცევს. არცერთ სხვა პოლიტიკურ ლიდერს არასდროს განუხორციელებია გადასახადების შემცირება, დერეგულაცია და პრივატიზაცია, მოქმედებები განვითარებული სოციალური სახელმწიფოს რეფორმირებისთვის ისე რადიკალურად, როგორც მან გააკეთა. დღეს, როდესაც ევროპის ბევრი ქვეყანა მსგავს გამოწვევებს აწყდება, წამოიჭრება კითხვა: რა პირობებმა მისცა თეთჩერს საშუალება ასეთი შორსმიმავალი რეფორმების განხორციელებისათვის?

მნიშვნელოვანი საბაზრო ეკონომიკის რეფორმების საფუძვლების ჩასაყრელად, სამი ძირითადი პირობა უნდა დაკმაყოფილდეს: პირველ რიგში, სიტუაცია უნდა გახდეს გაუსაძლისი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის. მეორე, ინტელექტუალური საფუძველი უკვე უნდა იყოს ჩაყრილი – სწორი იდეები უნდა იყოს გავრცელებული ლიდერების მიერ მრავალი წლის განმავლობაში. და მხოლოდ ამის შემდეგ – მესამე – აქვს ქარიზმატულ პოლიტიკოსს შანსი. ასე იყო არგენტინაში, სანამ ხავიერ მილეი აირჩიეს და იგივე იყო გაერთიანებულ სამეფოში თეთჩერის ხელისუფლებაში აღმასვლის დროს.

სოციალისტური ექსპერიმენტი

სანამ თეთჩერი თანამდებობაზე დაინიშნებოდა, "დემოკრატიული სოციალიზმის" ექსპერიმენტმა ქვეყანა თითქმის უფსკრულის პირას მიიყვანა. ინფლაცია 27 პროცენტამდე გაიზარდა, გადასახადის განაკვეთმა ყველაზე მაღალშემოსავლიანებისთვის 83 პროცენტს მიაღწია, ხოლო მნიშვნელოვანი კაპიტალის შემოსავლის მქონეებს დაეკისრათ 98 პროცენტიანი მაქსიმალური გადასახადი. მომუშავეების დაახლოებით 30 პროცენტი მუშაობდა სახელმწიფო საწარმოებში. მაშინ როცა პროდუქტიულობა სტაგნაციაში იყო, სახელმწიფო ვალი აგრძელებდა ზრდას. 1979 წელს, სახელმწიფო სუბსიდიები ძირითადად არარენტაბელური ინდუსტრიებისთვის, როგორიცაა სამთო მრეწველობა, შეადგენდა 4.6 მილიარდ გირვანქას (დღევანდელი 29 მილიარდი გირვანქის ეკვივალენტი). საბოლოოდ, გაერთიანებული სამეფოს მთავრობა იძულებული გახდა მიემართა საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის (IMF) დახმარებისთვის, ორგანიზაციისთვის, რომელიც ჩვეულებრივ განვითარებად ქვეყნებს ეხმარება. ეს იყო დამამცირებელი ამაყი ბრიტანელებისთვის. რადიკალურმა, კომუნისტების მიერ დომინირებულმა პროფკავშირებმა ქვეყანა მტკიცედ დაიჭირეს ხელში. 1970-იან წლებში, ყოველწლიურად 2,000-ზე მეტი გაფიცვა ხდებოდა, რაც საშუალოდ თითქმის ეკონომიკას 13 მილიონ სამუშაო დღეს უჯდებოდა და 1979 წელს თითქმის 30 მილიონამდე გაიზარდა.

თეთჩერი აცნობიერებდა, რომ მისი მისია სცილდებოდა მხოლოდ რამდენიმე რეფორმას – იგი იდეების ბრძოლაში იყო ჩართული. მისი ბიოგრაფი ჩარლზ მური წერს: "მას არ ჰქონდა არც ინტელექტუალის მოწყობილი გონება და არც ორიგინალური. საკუთარი იდეების განვითარების ნაცვლად, იგი იყო ერთგვარი 'სცენის კარის ჯონი' სხვების იდეებისთვის." სტუდენტობისას, მასზე შთაბეჭდილება მოახდინა ფრიდრიხ აუგუსტ ფონ ჰაიეკის სოციალიზმთან შებრძოლებამ წიგნში "გზა ყმობისკენ". პროკაპიტალისტურმა ანალიტიკურმა ცენტრებმა (think-tank), როგორიცაა პოლიტიკის კვლევის ცენტრი, ადამ სმითის ინსტიტუტი და ეკონომიკური საკითხების ინსტიტუტი (IEA), გადამწყვეტი როლი ითამაშეს მისი იდეების ჩამოყალიბებაში. როგორც ოპოზიციის ლიდერი 1975-დან 1979 წლამდე, თეთჩერი ხშირად ესწრებოდა IEA-ს ღონისძიებებს და კითხულობდა ანალიტიკური ცენტრის პუბლიკაციებს. სწორედ IEA-ს მეშვეობით გაეცნო იგი პირადად ჰაიეკს და მილთონ ფრიდმენს. 1979 წელს პირველი საარჩევნო გამარჯვების შემდეგ, მან IEA-ს მიაწერა "აზრის კლიმატის შექმნა, რამაც ჩვენი გამარჯვება შესაძლებელი გახადა". ადამ სმითის ინსტიტუტმა და მისმა პრეზიდენტმა მედსენ ფირიმ უზრუნველყვეს მისი რეფორმების გეგმის შექმნა, მათ შორის პრივატიზაციის ფართო პროგრამა.

სწორედ ამ ორმა წინაპირობამ, ეკონომიკურმა  გარემომ და ანალიტიკური ცენტრების მიერ ჩაყრილმა ინტელექტუალურმა საფუძველმა, გახსნა კარი თეთჩერის ხელისუფლებაში აღმასვლისთვის. მისი მთავარი წვლილი იყო უნარი შეეთვისა და ეფექტურად გაეცნო სწორი იდეები. გარდა ამისა, როგორც რონალდ რეიგანი და მილეი, იგი გამოირჩეოდა საზოგადოებასთან ურთიერთობაში და თვითფრომოუშენში. ერთადერთი სხვა საზოგადო ფიგურა გაერთიანებულ სამეფოში, რომელიც ფოტოგრაფებთან და პრესასთან ისე ოსტატურად მუშაობდა, როგორც მარგარეთ თეთჩერი, იყო პრინცესა დაიანა.

პრივატიზაციამ გადამწყვეტი როლი ითამაშა მისი მეორე საპრემიერო ვადის დროს. British Telecom, კომპანია 250,000 თანამშრომლით, საფონდო ბირჟაზე განთავსდა. იმ დროისთვის ეს იყო მსოფლიო ბაზრებზე IPO და ორი მილიონმა ბრიტანელმა, რომელთა თითქმის ნახევარს აქამდე არასდროს ჰქონდა აქციები, იყიდა BT-ის აქციები. თეთჩერის მთავრობის დროს, ბრიტანელების პროცენტული წილი, რომლებსაც ჰქონდათ აქციები, გაიზარდა 7-დან 25 პროცენტამდე.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტებმა სოციალური გასაქირავებელი საცხოვრებლი ერთეულები დამქირავებლებს შესაყიდად შესთავაზეს. ამ პოლიტიკამ 1 მილიონი დამქირავებელი გადააქცია სახლის მესაკუთრეებად. თუმცა ამ შემთხვევაში, შესაძლოა უკეთესი ყოფილიყო ამ სახელმწიფო საკუთრების სახლების გაყიდვა პროფესიონალურად მართულ კერძო საბინაო კომპანიებისთვის ან საფონდო ბირჟაზე განთავსება. პრივატიზაციის წარმატება გაერთიანებულ სამეფოში იმდენად ძლიერი იყო, რომ გახდა ძლიერი მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის და გამოიწვია პრივატიზაციის გლობალური ტალღა.

თავის ავტობიოგრაფიაში, თეთჩერმა აღიარა, რომ მას სურდა კიდევ მეტი კომპანიის პრივატიზება, მაგრამ დაამატა: "ბრიტანეთი ჩემი პრემიერობის დროს იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც შეაბრუნა სოციალიზმის წინსვლა. როდესაც მე თანამდებობა დავტოვე, მრეწველობის სახელმწიფო სექტორი დაახლოებით 60 პროცენტით შემცირდა. მოსახლეობის დაახლოებით ერთი მეოთხედი ფლობდა აქციებს. 600,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი გადავიდა საჯარო სექტორიდან კერძო სექტორში."

სხვებთან ერთად საკუთარ დამსახურებად თეთჩერს 3.32 მილიონი ახალი სამუშაო ადგილის შექმნაც შეეძლო მიეწერა1983 წლის მარტსა და 1990 წლის მარტს შორის  გაერთიანებულ სამეფოში. 1976 წელს, გაერთიანებული სამეფო ეროვნული გაკოტრების პირას იყო; 1978 წელს, ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი იყო მშპ-ის 4.4 პროცენტი (შედარებისთვის, გერმანიაში იმ დროს 2.4 პროცენტი იყო). ათი წლის შემდეგ, 1989 წელს, გაერთიანებულმა სამეფომ ბიუჯეტის 1.6 პროცენტიანი გარდამეტი აჩვენა. სახელმწიფო ვალი, მშპ-ის 54.6 პროცენტი 1980 წელს, 40.1 პროცენტამდე შემცირდა 1989 წლისთვის.

 

ამ სტატიის ორიგინალური ვერსია: CityAM.com