„საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსის" 2022 წლის კვლევის შედეგები ეფუძნება საქართველოს 5 თვითმმართველი ქალაქის (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი) და 20 თვითმმართველი თემის მუნიციპალიტეტების მონაცემებს 2021 წლების მდგომარეობით.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში თვითმმართველობის განვითარებას და გაძლიერებას. კვლევა საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით განახორციელა ახალმა ეკონომიკურმა სკოლა - საქართველომ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით, კვლევის პარტნიორი იყო ლიტვის თავისუფალი ბაზრის ინსტიტუტი.
2022 წლის კვლევა ეფუძნება მუნიციპალიტეტებიდან 3 სფეროს, 11 კატეგორიის, რომელთაგან თითოეულს მინიჭებული აქვს შესაბამისი ხვედრითი წონა, და თვითმმართველი ქალაქების შემთხვევაში ჯამში 148, ხოლო თემის მუნიციპალიტეტების შემთხვევაში 164 მაჩვენებელის შესახებ მიღებულ მონაცემებს.
მუნიციპალიტეტიდან და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებიდან მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების მიხედვით ინდექსი მუნიციპალიტეტების საქმიანობის აფასებს და ადარებს შემდეგი სფეროების მიხედვით:
1. მუნიციპალიტეტი მოსახლეობისთვის (60/76 მაჩვენებელი აფასებს იმას თუ რამდენად ადექვატურად ემსახურება მუნიციპალიტეტი მოსახლეობას);
2. მუნიციპალიტეტი მეწარმეობისთვის (41/45 მაჩვენებელი აფასებს იმას თუ ხელს უწყობს მუნიციპალიტეტი მეწარმეობას);
3. მუნიციპალიტეტის ეფექტიანობა (43/43 მაჩვენებელი აფასებს იმას თუ რამდენად ეფექტიანი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტი.
შედეგები მეტყველებს, რომ თვითმართველობები ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებენ თანამედროვე მოთხოვნებს, ვერ უზრუნველყოფენ მაღალი დონის მომსახურებას მოსახლეობისა და მეწარმეობისთვის, არაეფექტურად განკარგავენ აქტივებს.
შედეგების მიხედვით 5 თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მუნიციპალიტეტების რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა თბილისის მუნიციპალიტეტმა.

Picture1

თვითმმართველი თემის სტატუსის მქონე მუნიციპალიტეტების რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა თელავის მუნიციპალიტეტმა.

 municipalities


კვლევის ფარგლებში მუნიციპალიტეტებს გადაეცათ კვლევაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები, ხოლო ინფორმაცია 2023 წლის კვლევის შესახებ 2023 წლის დასაწყისში მიეწოდებათ.