ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერითა და საქართველოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით 5 მარტიდან 10 მაისის ჩათვლით გამართა საგაზაფხულო საჯარო ლექცია-დისკუსიების ციკლს — "უკაცრავად, პროფესორო თქვენ ცდებით..."
ციკლი მომზადებული იყო ამერიკელი ეკონომისტის დოქტორ ლოურენს რიდის ხელმძღვანელობით აშშ-ს ეკონომიკური განათლების ფონდის მიერ შემუშავებული ვიდეო ლექციების ციკლის მიხედვით, რომელიც ემსახურება "პროგრესივისტი" პროფესორების მიერ დამკვიდრებული და "აქსიომებად" გასაღებული 50-ზე მეტი ეკონომიკური მითის გაბათილებას.
ჩვენი ციკლის ფარგლებში გვსურდა იგივე მეთოდით წარმოგვეჩინა ყველა ის თემა, რომელიც საქართველოს რეალობისთვის ძალიან აქტუალურია და თან ჩვენთანაც პროგრესივიზმის კლიშეების სახით მკვიდრდება.
პროქტის განმავლობაში განხილული იყო შემდეგი საკითხები:
უკაცრავად პროფესო თქვენ ცდებით, როდესაც ამბობთ, რომ ბაზარს არ შეუძლია უზრუნველყოს საყოველთაო განათლება
უკაცრავად პროფესო თქვენ ცდებით, როდესაც ამბობთ, რომ მინიმალური ხელფასის შესახებ კანონი ყველაზე სასარგებლო ღარიბებისთვისაა
უკაცრავად პროფესო თქვენ ცდებით, როდესაც ამბობთ, რომ პროგრესული საგადასახადო სისტემა სამართლიანია
უკაცრავად პროფესო თქვენ ცდებით, როდესაც ამბობთ, რომ ბუნებრივი რესურსების განადგურებას კერძო საკუთრება იწვევს
უკაცრავად პროფესო თქვენ ცდებით, როდესაც ამბობთ, რომ ბაზარი უგულველყოფს ღარიბების ინტერესებს — მდიდრები უფრო მდიდრდებიან, ხოლო ღარიბები კიდევ უფრო ღარიბდებიან
უკაცრავად პროფესო თქვენ ცდებით, როდესაც ამბობთ, რომ რობოტიზაცია და კომპიუტერიაზცია იწვევს უმუშევრობას
უკაცრავად პროფესორო თქვენ ცდებით როდესაც ამბობთ რომ მეტი იარაღი კერძო პირების ხელში ზრდის კრიმინალს და აფერხებს ქვეყნის თავდაცვით პოტენციალს.
პროქტის დასასრულს ყველაზე აქტიურ და წარმატებულ სტუდენტებს გადაეცათ დამსახურებული სერთიფიკატი, რომელიც დაეხმარებათ მათ მომავალ კარიერულ ზრდაში.