პირველ ნოემბერს , ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს ორგანიზებით გაიმართა ცონობილი ამერიკული ორგანიზაციის Free the people-ს პრეზიდენტის - მეთ კიბეს საჯარო ლექცია თემაზე - Do young people really like socialism?
ღონისძიების დასასრულს სერთიფიკატები გადაეცათ აესკოს მიერ ორგანიზებული პროექტის- "ჯონ გალტის სკოლის" მონასწილეებს. პროექტი უკვე მეორე წელია ტარდება საქართველოში და იგი მოიცავს ობიექტივიზმის ფილოსოფიური სკოლის თეორიულ საფუძვლებს, რა გავლენა აქვს ობიექტივიზმის იდეას დღევანდელ მსოფლიოზე, პიროვნულ განვითარებაზე და პროფესიონალურ წარმატებაზე.💥
ასევე, პროქტის ბოლოს სამ საუკეთესო სტუდენტებს, დავალებების შესრულების ხარისხით და ესეს გათვალისწინებით გადაეცათ საჩუქრები აინ რენდის ინსტიტუტიდან .
- პირველ ადგილზე გასუმა სტუდენტმა,ირაკლი იაგორაშვილმა, დაიმსახურა ფულადი პრიზი - 100 $ ოდენობით.
- ხოლო მეორე ადგილზე გასულმა მარიამ კახნიაშვილმა და მესამე ადგილზე გასულმა - ნიკა დადიანმა წიგნები აინ რენდის ინსტიტუტისგან.
💥 აქვე გვსურს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ თითოეულ მონაწილეს გაზიარებული ცოდნისთვის და მათი პროდუქტიულობისთვის!