31 ოქტომბერსა და 1-ელ ნოემბერს, ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს ორგანიზებით და გერმანული ფონდის (GIZ) მხარდაჭერით გაიმართა 2 დღიანი ტრენინგი ტაჯიკი კოლეგებისთვის, რათა გაგვეცნო საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები.

 აღნიშნული პროექტი ასევე ითვალისწინებდა მათ საინფორმაციო შეხვედრას შემოსავლების სამსახურში სადაც ისინი უშუალოდ თვითმხილველი გახდნენ როგორ მუშაობს ეს სტრუქტურა საქართველოში. ამასთანავე პროექტის განმავლობაში ჩვენს ტაჯიკ კოლეგებს გავაცანით ის ძირითადი რეფორმები, რომელთა საშუალებითაც საქართველომ შეძლო გარკვეუწილად ეკონომიკური ზდრა და განვითარება. ძირითადი განსახილველი თემები იყო: საგადასახადო კოდექსი და სისტემა, საქართველოს რეფორმები 2004-2012, საგადასახადო სისტემის ელექტრონული სისტემა,საგადასახადო რეფორმები ბიზნესის თვალით,საქართველოს საბაჟო სისტემა.

ასევე მონაწილეებს პროექტის ბოლოს გადაეცა მიღებული ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი. ჩვენიმხრივ, გვსურს მადლობა გადავუხადოთ თითოეულ მონაწილეს და მოწვეულ ქართველ ექსპერტებს გაზიარებული ცოდნისთვის და აქვე, იმედს გამოვთაქვმთ სამომავლო თანამშრომლობის.

73177689_10158998018195744_2520643300168302592_n.jpg72764096_10158998016410744_7214034096375201792_n.jpg74381211_10158998016265744_6855558890147282944_n.jpg75552886_10158998016490744_1007785179466432512_n.jpg