"ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო" ორიენტირებულია მუდამ საღი და მრავალფეროვნი აზრი მიაწოდოს მსმენელს, ამიტომ ხშირად ვუწევთ ორგანიზებას მსოფლიოს სხვადასხვა ორგანიზაციებიდან საუკეთესო სპიკერების და მოაზროვნე ადამიანების ჩამოყვანას და ქართველი მსმენლისთვის გაცნობას. 20-21 ნოემბერს "ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს" ორგანიზებით გაიმართა აინ რენდის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის იარონ ბრუკის ვიზიტი საქართველოში. მან ლექცია წაიკითხა და ცოდნა გაუზიარა მსმენელს სამ სხვადასხვა უნივერსიტეტში:
ილიას სახემწიფო უნივერსიტეტი: - რა ემუქრება დასავლურ ცივილიზაციას?
საქართველოს უნივერსიტეტი: - ამქვეყნიური ცხოვრების ფილოსოფია
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი: - კაპიტალიზმის მორალი
აქვე, გვინდა მადლობა გადავუხადოთ თითოეულ მსმენელს და ასევე ჩვენს პარტნიორს - "ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის, სამხრეთ კავკასიის ოფისი".