გრძელდება საღი აზრის გაზიარება მომავალი თაობისთვის.
სამოქალაქო განათლების პროგრამის “მომავლის თაობა” ფარგლებში პროგრამაში ჩართული თბილისის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების 40 სკოლის მოსწავლეებისთვის 22 ნოემბერს გაიმართა 159-ე სკოლის მოსწავლეების შეხვედრა ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს თანა-დამფუძნებელთან და პრეზიდენტთან ბატონ პაატა შეშელიძესთან.
პროგრამას აფინანსებს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID და ახორციელებს PHinternational.
პროგრამას ორგანიზება გაუწია 159-ე სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა და პროგრამის კოორდინატორმა ქალბატონმა შორენა ტაბატაძემ.
აქვე, ახალი ეკონომიკური სკოლა მუდამ მზაობას გამოთქვამს მონაწილეობა მიიღეს მსგავსი სახის პროეტებში და მეტ ახალგაზრდას მიაწოდოს ცოდნა. სწორედ ამისთვის შევქმენით ონლაინ პლატფორმა "ეკონომიკის გაკვეთილები", რათა ნებისმიერ ახალგაზრდას ჰქონოდა წვდომა კონკურენტუნარიან განათლებაზე.
www.schooleconomics.org
გვინდა მადლობა გადავუხადოთ თითოეულ მოსწავლეს, რომ იყვნენ აქტიურები და მზაობა გათქვეს მიეღოთ #მეტიცოდნა .
აქვე, ჩვენისმხრივ შეგვიძლია ვთქვათ რომ დაინტერესების შემთხვევაში შეგვიძლია უფრო აქტიურად ვითანამშრომლოთ სხვა სკოლებთანაც, რათა სწავლის პროცესი უფრო საინტერესო, აქტუალური და ინფორმაციული გავხადოთ სკოლის მოსწავლეებისთვის