„ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“, „აინ რენდის ცენტრი ეუროპაში“-ს , „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდისა“ და „პრომეთეუსის ფონდის“ ორგანიზებით 9-13 მარტს, ქალაქ ბათუმში, გაიმართა პირველი პრომეთეს აკადემია, რომელიც მოიაზრებდა აინ რენდისა და მისი ფილოსოფიის „ობიექტივისმის“ გაცნობას ახალგაზრდებისთვის.
პროექტში მონაწილეობდა 70-მდე ახალგაზრდა 13-მდე ქვეყნიდან. ხუთი დღის განმავლობაში ისინი ეცნობოდნენ ობიექტივისმის ძირითად პრინციპებსა და საფუძვლებს. ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ ინფორმაცია მიეღოთ მაღალკვალიფიციური სპიკერებისგან. მომხსენებლები იყვნენ როგორც საქართველოდან, ასევე საზღვარგარეთიდან. მომხსენებლებს შორის იყვნენ: მათ და ტერი კიბე, კრეიგ ბიდლი, შამილ შუგაევი, ლეოპოლდ აჯამი, გია ჯანდიერი და პაატა შეშელიძე.
პროექტი ითვალისწინებდა როგორც თეორიული ინფორმაციის მიწოდებას ახალგაზრდებისთვის, ასევე რამდენიმე პრატიკულ დავალეაბას, რაც ემსახურებოდა მათ მიერ საკითხის უკეთ გააზრებას და ნეთვორქინგის შესაძლებლობას. ასევე უცხოელ მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ უკეთ გაეცნოთ საქართველო და დაეთვალიერებინათ ბათუმის ღირსშესანიშნაობები.
პრომეთეს აკადემია აუცილებლად გაგრძელდება, უკევე დაგეგმილია შემდეგი ღონისძიება 2021 წლისთვის, რომელიც ჩატარდება სერბეთში.