მომზადებულია ფრეიზერის ინსტიტუტისა (კანადა, www.fraserinstitute.org) და ეკონომიკური თავისუფლების საერთაშორისო ქსელის მიერ (www.facebook.com/EconomicFreedomNetwork).

ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო (www.nes-g.org; https://www.facebook.com/nesgeorgia/) 2005 წლიდან არის ფრეიზერის ინსტიტუტის პარტნიორი, ეკონომიკური თავისუფლების ქსელის წევრი და კვლევების თანაავტორი საქართველოს, ასევე ნაწილობრივ აზერბაიჯანის და სომხეთის ნაწილში.

8 სექტემბერი, 2022 წელი.

„ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში“ 2022 წლის კვლევის მიხედვით, რომელიც 2020 წლის მონაცემებს ეყრდნობა და განახლებული მეთოდოლოგიით, ინფორმაციის წყაროებით და გასული წლების შედეგების ხელახალი გადაანგარიშების საფუძველზე გამოქვეყნდა, საქართველო იკავებს მე-15 ადგილს (7.78 ქულა) 165 ქვეყანასა და ტერიტორიალურ იურიდიულ ერთეულს შორის, რაც 2021 წელთან შედარებით 4 საფეხურით დაქვეითებაა (მე-11 ადგილი, 8.16 ქულა).

 

ეკონომიკური თავისუფლების ძირითად კომპონენტებში საქართვლოს შემდეგი შეფასებები აქვს:

  • მთავრობის ზომა: 7.29 (გაუარესდა 2021 წელთან შედარებით 7.59);
  • სამართლებრივი სისტემა და ქონებრივი უფლებები: 6.83 (გაუმჯობესდა 2021 წელთან შედარებით 6.72)
  • წვდომა ხმოვან ფულზე: 9.06 (გაუარესდა 2021 წელთან შედარებით 9.22)
  • ვაჭრობის თავისუფლება: 8.28 (გაუარესდა 2021 წელთან შედარებით 9.12)
  • კრედიტის, შრომისა და ბიზნესის რეგულაცია: 7.43 (გაუარესდა 2021 წელთან შედარებით 8.16)

ჯამური შეფასების გაუარესება გამოიწვია პანდემიის მიზეზით ეკონომიკის რიგი დარგების სრულმა გაჩერებამ და საგარეო მიმოსვლის (როგორც სახმელეთო, ისე საჰარო) მნიშვნელოვანმა შეზღუდვამ, ადამიანების გადაადგილებაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა (კომენდანტის საათი და სავალდებულო იზოლაცია), ვიზიტორებისთვის სავალდებულო კარანტინმა, სახელმწიფოს მიერ ხარჯების, მათ შორის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ინვესტიციების და სუბსიდიების ზრდამ, სახელმწიფოს აქტივების ზრდამ, ფულის მასის და ინფლაცია ზრდამ, არა-ფინანსური ბარიერების ზრდამ საგარეო ვაჭრობაში, საკრედიტო რესურსების ხელმისაწვდომების შემცირებამ, ბიზნეს საქმიანობაზე დამატებით რეგულაციების დაწესებამ (მეტწილად, კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციები) და ა.შ.

2022 წლის კვლევა მომზადებულია 2020 წლის მონაცემების საფუძველზე და ზომავს — ეკონომიკურ თავისუფლების ხარისხს როგორც ცალკეულ ქვეყნებში, ისე მსოფლიოს მასშტაბით, აფასებს რა პირადი არჩევანის ხარისხს, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე შესვლის შესაძლებლობას, კერძო საკუთრების დაცულობას, კანონის უზენაესობას, სასამართლოს ვალუტის სტაბილურობას, ინფლაციას, ბიუროკრატიის წნეხს და სხვა მახასიათებლებს.

კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ეკონომიკური თავისუფლების მაღალი დონის მქონე ქვეყნებში, სარგებლობენ მეტი კეთილდღეობით, მეტი პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებებით, სიცოცხლის ხანგრძლივობა კი მნიშვნელოვნად მაღალია. მაგალითად, მაღალი ეკონომიკური თავისუფლების მქონე ქვეყნებში, ინდექსის პირველი მეოთხედი, საშუალო მშპ ერთ სულ მოსახლეზე არის 48,251 აშშ დოლარი, ხოლო მეოთხე მეოთხედში კი მხოლოდ 6,542 აშშ დოლარი. პირველ მეოთხედის ქვეყნების მოსახლეობის მხოლოდ 2,02 პროცენტი განიცდიდა უკიდურეს სიღარიბეს (1,90 აშშ დოლარის შესაბამისი შემოსავალი დღეში), ხოლო მეოთხე მეოთხედის ქვეყნებში მათი წილი 31,45 პროცენტი იყო. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ეკონომიკურად თავისუფალ ქვეყნებში 80,4 წელია, ხოლო ეკონომიკურად არათავისუფალ ქვეყნებში 66 წელი.

2022 წლის კვლევით მოწინავე ათეულის ქვეყნებია: #1 ჰონგ-კონგი, #2 სინგაპური, #3 შვეიცარია, #4 ახალი ზელანდია, #5 დანია, #6 ავსტრალია, #7 აშშ, #8 ესტონეთი, #9 მაურიციუსი, #10 ირლანდია.

მოწინავე ეკონომიკის მქონა სხვა ქვეყნები რეიტინგში შემდეგ ადგილებს იკავებენ: იაპონია (12), კანადა (14), გერმანია (24), იტალია (43), საფრანგეთი (54), მექსიკა (65), ინდოეთი (90), რუსეთი (94), ბრაზილია (114), ჩინეთი (116), უკრაინა (126).

ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე 10 ქვეყანაა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ალჟირი, კონგოს რესპუბლიკა, ირანი, ლიბია, არგენტინა, სირიის არაბთა რესპუბლიკა, ზიმბაბვე, სუდანი და ვენესუელა. (დესპოტური ქვეყნები, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა და კუბა, არ არიან წარმოდგენელი რეიტინგული მონაცემების ნაკლებობის გამო.)

ეკონომიკური თავისუფლების საშუალო მსოფლიო მაჩვენებელი 1950 წლიდან 2015 წლამდე გაიზარდა 4.96-დან 6.81%-მდე.

ინფორმაცია

ინდექსის შესახებ ვიდეო რგოლი შეგიძლიათ იხილოთ აქ: ვიდეო

სრული ინფორმაცია ინდექსის შესახებ და ასევე წინა წლების რეიტინგები შეგიძლიათ იხილოთ აქ: www.freetheworld.com

სოციალურ ქსელის საშუალებით აქ: www.facebook.com/EconomicFreedomNetwork