დღეს, ახალმა ეკონომიკურმა სკოლამ უმასპინძლა 300 არაგველის სახელობის ქალაქ თბილისის 75-ე საჯარო სკოლის, სამოქალაქო განათლების კლუბის მოსწავლეებს.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. დამსწრეებმა ინფორმაცია მიიღეს მათთვის საინტერესო ეკონომიკურ თემებზე. შეხვედრაზე მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები და ასევე, გამოთქვეს საკუთარი აზრი რიგ საკითხებზე.
დიდი მადლობა მათ მასწავლებელ მზია მუჩაიძეს და ყველა დამსწრეს.
ახალი ეკონომიკური სკოლა გააგრძელებს თანამშრომლობას სხვადასხვა სკოლასთან - მიზანი ეკონომიკური ცოდნის გავრცელება და ახალგაზრდების დაინტერესებაა.