პოლიტიკური იდეოლოგიებით დაინტერესებული პირების საყურადღებოდ!
გთავაზობთ, პრაქტიკულ სასწავლო ტრენინგს, რომელიც საშუალებას მოგცემთ თანამედროვე პოლიტიკურ იდეოლოგიების დაპირებებს ადვილად აუღოთ ალღო:
18 ივნისი
21 ივნისი
25 ივნისი
27 ივნისი
2 ივლისი (შეჯამება და სერტიფიკატებით დაჯილდოება)
ღონისძიება იმართება ახალი ეკონომიკური სკოლის მიერ მომზადებული წიგნის „პრაქტიკული პოლიტიკა დამწყები ამომრჩევლისთვის“ მიხედვით, რომელშიც მონაწილეობისთვის ვიწვევთ საკითხით დაინტერსებულ ახალგაზრდებს, სტუდენტებს, აკადემიური წრეების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ყველა დაინტერესებულ პირს.
ტრენინგი ეფუძნება სპეციალურად მომზადებულ გზამკვლევს და ქვიზს, რომელსაც უშუალოდ ტრენინგის პროცესში გაეცნობით.
ტრენინგის ხანგრძლივობაა: 12:00-16:00 პერიოდი.
● მდებარეობა: თავისუფლების ბიბლიოთეკა, მერაბ კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, ოთახი 328,
● ღირებულება: მონაწილეობა უფასოა
● რეგისტრაცია: https://forms.gle/Ga6xixN2cBcNe8V28 (აუცილებელია)
დამატებითი ინფორმაცია:
● მონიშნეთ კონკრეტული თარიღი, როდის გსურთ ტრენინგში მონაწილეობის მიღება.
ღონისძიების ორგანიზატორია ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველო.
პროექტი ხორციელდება ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის და საქართველოს უნივერსიტეტის მხარდაჭერით.
პროექტის პარტნიორია სასკოლო კლუბების ასოციაცია.
ტრენინგის დღის წესრიგი:
12:00 - I სესია - პიროვნული თავისუფლების, განათლების, ჯანდაცვის, უსაფრთხოებისა და გადასახადების პოლიტიკის ხედვები:
ა. ლიბერალური ხედვა;
ბ. კონსერვატიული, მეტწილად ცენტრისტული ჯგუფების ხედვა;
გ. მემარცხენე ჯგუფების ხედვა;
დ. კითხვები და დისკუსია.
13:30 - პიცა და კოლა (+ყავა)
14:15 - II სესია - პოლიტიკური ჯგუფების მიდგომები და საარჩევნო სისტემა
ა. მსოფლიო გამოცდილება;
ბ. საქართველოს გამოცდილება;
გ. საარჩევნო სიტემის სპეციფიკა - საქართველოსა და მსოფლიოს გამოცდილება;
დ. კითხვები და დისკუსია.
15:30 დასასრული
ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო აქტიურადაა ჩართული ახალგაზრდებში ისეთი იდეების, მოსაზრებების, ცოდნის გადაცემაში, რაც მათ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე იქონიებს დადებით გავლენას. საბოლოო მიზანი სამოქალაქო აქტივიზმის წახალისება და პასუხისმგებლობიანი მოქალაქეების ჩამოყალიბებაა.