დღეს, 18 ივნისს გაიმართა შეხვედრა პრაქტიკული პოლიტიკის ტრენინგის პირველ ჯგუფთან. 🕛🕓
📚ღონისძიება იმართება ახალი ეკონომიკური სკოლის მიერ მომზადებული წიგნის „პრაქტიკული პოლიტიკა დამწყები ამომრჩევლისთვის“ მიხედვით.
ძირითადი ყურადღება დაეთმო პოლიტიკური იდეოლოგიების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას - პოლიტიკურ პარტიათა განსხვავებას ღირებულებათა თვალსაზრისით.
დაინტერესებულ ადამიანებს გიწვევთ ჩვენს მომდევნო ტრენინგზე (რომელიც გაიმართება შემდეგ თარიღებში - 21, 25 და 27 ივნისი).
☑შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ერთი თარიღი და დარეგისტრირდით: https://docs.google.com/.../1FAIpQLSff3gQ8aVq8.../viewform (რეგისტრაცია აუცილებელია).
⭐შეჯამება და სერტიფიკატებით დაჯილდოება გაიმართება 2 ივლისს.
ღონისძიების ორგანიზატორია ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველო. პროექტი ხორციელდება ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მხარდაჭერით.
პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს უნივერსიტეტი და სასკოლო კლუბების ასოციაცია.