ვინ უნდა დაადგინოს სახელმწიფო საზღვრების კვეთის წესები?
შემოგვიერთდით სახელწმიფო საზღვრების კვეთის და საერთაშორისო საიმიგრაციო პოლიტიკის სირთულეების შესახებ საჭირბოროტო საკითხის განხილვაზე!
თარიღი: 5 ივლისი
დრო: 14:00-16:00
მდებარეობა: მერაბ კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, დარბაზი #519
შეგვიძლია გვქონდეს სამყარო სახელმწიფო საზღვრების გარეშე? უნდა გვინდოდეს ასეთი პოლიტიკა? ვის აქვს უფლება დააწესოს სამოგზაურო და საიმიგრაციო წესები? შეიძლება თუ არა, რომ საერთაშორისო ტურიზმი და სტუმარ-მასპინძლობა მოწესრიგდეს სახელმწიფოს ჩარევის გარეშე?
წარმოვადგენთ არგუმენტებს როგორც ღია, ისე სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ტურისტული და საიმიგრაციო პოლიტიკის სასარგებლოდ, განვიხილავთ თითოეული მიდგომის უპირატესობებსა და ნაკლოვანებებს. ჩავუღრმავდებით ეკონომიკურ, სოციალურ და ეთიკურ მოსაზრებებს, რომლებიც აყალიბებს ამა თუ იმ პოლიტიკას.
აი, რას შეიძლება ელოდოთ:
• საქართველოს არსებული ტურისტული და საიმიგრაციო პოლიტიკის მიმოხილვა;
• ღია და სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესებით კონტროლირებადი საზღვრების ანალიზი: თითოეულის დადებითი და უარყოფითი მხარეების წარმოდგენა;
• ამა თუ იმ ტურისტული და საემიგრაციო პოლიტიკის ეკონომიკური, სოციალური და ეთიკური ფაქტორები;
• ტურიზმის და იმიგრაციის გავლენა სამუშაო ადგილებზე, კულტურასა და ადამიანის უფლებებზე.
განხილვაში შეიძლება ჩაერთოს ნებისმიერი დამსწრე, მიუხედავად გამოცდილებისა.
თუ გაინტერესებთ ეს კრიტიკული საკითხი და გსურთ მოსაზრებების გაზიარება, მაშინ ეს განხილვა თქვენთვისაა!
ორგანიზატორი: ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველო.
პარტნიორები: საქართველოს უნივერსიტეტი და სასკოლო კლუბების ასოციაცია.
მომხსენებლები:
🔸 პაატა შეშელიძე - შესავალი, მიმოხილვა
🔸 ნატალია ჯაში - ძირითადი არგუმენტები ღია საზღვრების პოლიტიკისთვის
🔸 ლუკა დანელია - ძირითადი არგუმენტები საზღვრების კვეთის დეცენტრალიზებული – საკუთრების უფლებებსა და კულტურულ თავსებადობაზე დაფუძნებული – პოლიტიკისთვის
კითხვა-პასუხი და განხილვა
რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს: https://forms.gle/AjGjJrgwwPe8xsw89
#იმიგრაცია #ღია საზღვრები #დახურული საზღვრები #გლობალური მოქალაქეობა #ლიბერტარიანიზმი #სტუმარ-მასპინძლობა