📣 ახალგაზრდული ინიციატივების ფორუმი: ეკონომიკური თავისუფლება დიდებული საქართველოსთვის 🇬🇪🚀
2025 წლის 1-3 ნოემბერი, თბილისი, საქართველოს უნივერსიტეტი
მიმართვა ყველა მომავალ რეფორმატორს!
მოწვევა და მონაწილეობის პირობები
თუ ხარ 15-19 წლის და გინდა გავლენა მოახდინო საქართველოს მომავალზე, ეს პროექტი შენთვისაა!
გაინტერესებს, როგორ მუშაობს ეკონომიკა 📈, რატომ არის მნიშვნელოვანი სამეწარმეო თავისუფლება 💼, დაცული საკუთრების უფლებები 🏡 და სამართლებრივი მიუკერძოებლობა ⚖️? თუ გინდა ჩაერთო ისეთი საკითხების გაუმჯობესებაში, როგორიცაა განათლების სისტემა 📚, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა 🏥 და ინოვაციების წახალისება ✨, რათა ავაშენოთ დიდებული, ძლიერი, სამართლიანი და აყვავებული საქართველო, მაშინ შემოგვიერთდი!
📣 ჩვენ ვიწყებთ უნიკალურ პროექტს: „ახალგაზრდული ინიციატივების ფორუმი: ეკონომიკური თავისუფლება დიდებული საქართველოსთვის“!
✅ განაცხადის ბოლო ვადაა 27 ოქტომბერი!
შეავსე ფორმა: [განაცხადის ფორმა]
რა გელოდება ფორუმზე? ფორუმის დეტალები იხილეთ აქ: _.pdf
ეს არის 3-დღიანი ინტენსიური ფორუმი, რომელიც გაიმართება 1, 2 და 3 ნოემბერს.
120-ზე მეტ 15-19 წლამდე ახალგაზრდას გეძლევათ შანსი:
- ჩაუღრმავდეთ ეკონომიკურ კვლევებს.
- მიიღოთ მონაწილეობა დებატებში.
- შეიმუშაოთ კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკურ თავისუფლებას გააუმჯობესებს.💡
- იმუშაოთ გამოცდილ ექსპერტებთან და ფრეიზერის ინსტიტუტის პარტნიორ მკვლევარებთან ერთად!
ღონისძიების ადგილმდებარეობა 📍
სად ჩატარდება?
ფორუმი 1, 2 და 3 ნოემბერს ჩატარდება საქართველოს უნივერსიტეტში (მერაბ კოსტავას გამზირი #77ა, თბილისი) – დარბაზი #519 და აუდიტორიები.
მონაწილის შერჩევა
- განაცხადი – შეავსე ფორმა [განაცხადის ფორმა] 27 ოქტომბრამდე.
- შეფასება – ვაფასებთ მოტივაციას, იდეებს და აქტიურობის პოტენციალს.
- შედეგები – შერჩეულებს დავუკავშირდებით განაცხადის შემოსვლიდან მეორე დღის ბოლომდე.
- გადახდა - გადახდა უნდა მოხდეს განაცხადის დამტკიცებიდან მომდევნო 2 დღის ვადაში. გადახდის ქვითარის ასლი გამოგვიზავნე ელ-ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
📌 გაითვალისწინე: ადგილები შეზღუდულია, ამიტომ იჩქარე! გახდი ცვლილების შემოქმედი და დაეხმარე საქართველოს უფრო ძლიერ და თავისუფალ ქვეყნად ქცევაში! 🚀
მონაწილეობის საფასური და გადახდის წესი 💸
მონაწილეობის საფასური შეადგენს 100 ლარს.
ფასდაკლების სისტემა
მოიწვიე მეგობრები და მიიღე მნიშვნელოვანი ფასდაკლება! ყოველი ახალი მონაწილე, რომელსაც მოიწვევ, შეამცირებს შენსა და მოწვეული მონაწილეების საფასურს 15 ლარით თითოეულისთვის. (მაქსიმუმ 4 მეგობრის მოწვევა შეგიძლია, მინიმალური გადასახადი 40 ლარი თითოეულზე).
|
მოწვეული მეგობრების რადოდენობა |
გადასახადი თითოეულისთვის |
|
1 |
თითოეული გადაიხდით 85 ლარს / ჯამში 170 ლარს |
|
2 |
თითოეული გადაიხდით 70 ლარს / ჯამში 210 ლარს |
|
3 |
თითოეული გადაიხდით 55 ლარს / ჯამში 220 ლარს |
|
4 |
თითოეული გადაიხდით 40 ლარს / ჯამში 200 ლარს |
საფასურში შედის:
- კვება: სადილი, სასმელები და ჩაი/ყავა სამი დღის განმავლობაში. 🍔☕
- ყველა საჭირო მასალა (სასწავლო მასალები, ბლოკნოტები და სხვ.). 📝
- უნიკალური ქსელური კავშირები ექსპერტებთან და თანატოლებთან. 🤝
- ფორუმში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. 🏅
საბანკო ანგარიშები:
|
ბანკი |
ანგარიშის დასახელება |
ანგარიშის ნომერი (IBAN) |
|
საქართველოს ბანკი |
ა(ა)იპ სასკოლო კლუბების ასოციაცია |
GE30BG0000000601274267 |
| თიბისი ბანკი | ა(ა)იპ სასკოლო კლუბების ასოციაცია | GE12TB7559536020100004 |
|
ლიბერთი |
ა(ა)იპ სასკოლო კლუბების ასოციაცია |
GE86LB0115194663128000 |
ორგანიზატორები და პარტნიორები
ორგანიზატორები:
- ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო 🏫
- სასკოლო კლუბების ასოციაცია 👨🏫
პარტნიორები:
- საქართველოს უნივერსიტეტი 🎓
- პიქსელ აკადემია 🎨
უკუკავშირი
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ
ტასო შეშელიძეს
ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. / 593 644 276
🚀 შემოგვიერთდით – გახდით ფორუმის პარტნიორი!
ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის ყველა ორგანიზაციასთან, კომპანიასთან და ინსტიტუტთან, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ხედვას ეკონომიკური თავისუფლებისა და ახალგაზრდების განვითარების შესახებ.
თუ თქვენი ორგანიზაციისთვის პრიორიტეტულია:
- სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამების გაძლიერება;
- ახალი თაობის ლიდერების ფორმირებაში მონაწილეობა;
- მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში წვლილის შეტანა;
- ინოვაციური, თავისუფალი ეკონომიკური გარემოს შექმნის მხარდაჭერა.
მაშინ მოგიწოდებთ, გახდეთ ჩვენი ოფიციალური პარტნიორი! პარტნიორობა მოგცემთ უნიკალურ შესაძლებლობას, ჩაერთოთ 150-ზე მეტი მოტივირებული ახალგაზრდის განვითარების პროცესში, წარადგინოთ თქვენი ღირებულებები ფორუმის ფარგლებში და გააძლიეროთ თქვენი ბრენდის ცნობადობა ჩვენს სამიზნე ჯგუფში.
დაგვიკავშირდით დღესვე, რათა დეტალურად განვიხილოთ თანამშრომლობის საუკეთესო ფორმატი.
💖 მხარი დაგვიჭირეთ – გააკეთეთ დონაცია!
თქვენი ფინანსური მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროექტის მაღალი სტანდარტების შესანარჩუნებლად და მისი მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ყოველი შემოწირულობა მოხმარდება:
- მაღალკვალიფიციური ექსპერტების მოწვევას და მათთან მუშაობის ორგანიზებას.
- საჭირო მასალების შეძენასა და ლოგისტიკურ უზრუნველყოფას.
- რეგიონებიდან ჩამოსული ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდას.
- საუკეთესო ინიციატივების შემდგომი ლობირებისა და გამოქვეყნების მხარდაჭერას.
თუ გჯერათ, რომ ეკონომიკური თავისუფლება არის საქართველოს განვითარების გასაღები, მოგიწოდებთ, გახდეთ ჩვენი დონორი! თქვენი წვლილი – ეს არის პირდაპირი ინვესტიცია საქართველოს მომავალ ლიდერებში.
დონაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი საბანკო ანგარიშები:
|
ბანკი |
ანგარიშის დასახელება |
ანგარიშის ნომერი (IBAN) |
|
საქართველოს ბანკი |
ა(ა)იპ სასკოლო კლუბების ასოციაცია |
GE30BG0000000601274267 |
| თიბისი ბანკი | ა(ა)იპ სასკოლო კლუბების ასოციაცია | GE12TB7559536020100004 |
|
ლიბერთი |
ა(ა)იპ სასკოლო კლუბების ასოციაცია |
GE86LB0115194663128000 |
თქვენი მხარდაჭერით, ჩვენ ერთად შევძლებთ, საქართველო ვაქციოთ დიდებულ, სამაგალითო ქვეყნად! 💪