2019 წლის 28 – 31 მარტს მიმდინარეობს ERB- ის XVI საერთაშორისო კონფერენცია მოლდოვაში,(European Resources Bank Meeting 2019) აღნიშნული კონფერენცია 2002 წლიდან ყოველწლიურად  იმართება ავსტრიული ეკონომიკური ცენტრისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის ორგანიზებით.

შეხვედრის მთავარი მიზანია მსოფლიოს სხვდასხვა წერტილიდან შეკრიბოს თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები, მეწარმეები, „სინქ თენქები“ (Think Tank) , ფონდები, ინსტიტუტები, რეალურად ისინი ვისთვისაც თავისუფლება მნიშვნელოვანია და ამასთანავე ემსახურებიან გაავრცელონ საღი აზრი საზოგადოებაში. 2019 წლის კონფერენციაზე მომხსენებლები სხვადასხვა ქვეყნიდან ისაბრებენ ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე როგორიცაა:  გადასახადები, ინტელექტუალური საკუთრების უფლება , გამოწვევები „სინქ თენქებისთვის“ და საუკეთესო პრაქტიკა , ყველაზე ეფექტური საკომუნიკაციო გზა მიზნობრივ ჯგუფებთან და ა.შ.
„ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო“ ყოველთვის აქტიურად არის ჩართული მსგავსი შინაარსის პროექტებში, რათა მეტ ხალხს გაუზიაროს ცოდნა და პროგრესული ხედვა სხვადასხვა ეკონომიკური საკითხის მიმართ.  2019 წლის ERB - ის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას იღებს, როგორც მოწვეული მომხსენებლები, აესკოს პრეზიდენტი - პაატა შეშელიძე და ვიცე-პრეზიდენტი - გია ჯანდიერი.
ჩვენთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანია მსგავს პროექტებში მონაწილეობა, რათა საშუალება გვეძლევა გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის გამოცდილება მსოფლიოს და სხვა მომხსენებლებისგან მიღებული ცოდნა შემდგომში გავუზიაროთ ჩვენს მსმენელს საქართველოში.
 
დეტალური იფორმაცია გამომსვლელებისა და თემების შესახებ იხილეთ აქ :

 https://europeanresourcebank.org/