ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველო, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მხარდაჭერით 2-5 მარტს გეპატიჟებათ ტრენინგზე სასტუმრო სავანეთი, სოფელი იყალთო.
ტრეინინგის ფარგლებში საშუალება გექნებათ მოისმინოთ ლექციები პრობლემატურ ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით და განიხილოთ საჭირბოროტო თემები გამოცდილ სპეციალისტებთან ერთად.
ტრანსპორტირების, ცხოვრებისა და კვების ხარჯებს სრულად დაფარავს მომწვევი მხარე. კურსში მონაწილეობის საფასური შეადგენს 50 ლარს. მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატი.
ტრეინინგის მანძილზე დისკუსიებს გაუძღვებიან:
– პაატა შეშელიძე, ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს პრეზიდენტი;
– გია ჯანდიერი, ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი;
– გიორგი ჩიქოვანი, ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს მკვლევარი
– გიორგი ჩხიკვაძე, ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს მკვლევარი;
სრული პროგრამა გამოქვეყნდება 1 თებერვალს.
მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია ლინკზე. შევსების ბოლო ვადა 20 თებერვალი. შერჩეული მონაწილეები გამოვლინდებიან 25 თებერვალს.
სასტუმრო სავანეთი წარმოადგენს თანამედროვე კომპლექსს, რომელიც აღჭურვილია მრავალფეროვანი მომსახურების სერვისით, გააჩნია ღია აუზი თბილის წყლით, საუნა, რესტორანი, ბარი და სხვა. უფრო დაწვრელებით იხილეთ აქ: Villaikalto.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
(+995) 577 485708; ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.