2019 წლის 22-26 თებერვალს, „ახალმა ეკონომიკურმა სკოლამ - საქართველომ“ „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მხარდაჭერით სასტუმრო „სავანეთში“ უმასპინძლა იყალთოს ზამთრის აკადემიას თავისუფლებისთვის. პროექტის მთავარი განსახილველი თემა იყო „თვითკონტროლი თუ სახელმწიფო კონტროლი“.

პროექტისვის წინასწარ შეირჩა, დაახლოებით 120 აპლიკანტიდან, 26 საუკეთესო მონაწილე, რომლებთანაც ხუთი პროდუქტული დღის განმავლობაში განვიხილავდით სხვადასხვა აქტუალურ და პრინციპულად მნიშვნელოვან საკითხებს: ინდივიდუალური გადაწყვეტილებების ეკონომიკა, პასუხისმგებლობა და თავისუფლება, საბაზრო გადაწყვეტილებების მიღების პროცესი და ბიუროკრატია, რას ნიშნავს საკუთრების უფლება? და ა.შ. რათა შეჯერებული პასუხების ფონზე გამოგვევლინა საღი აზრი. სემინარები მოიცავდა როგორც თეორიულ ნაწილს, სადაც ჩვენი პროფესიონალი ლექტორები განიხილავდნენ სხვადასხვა თემებს, ასევე პრაქტიკულ დავალებებსაც, სადაც გუნდებად იყვნენ დაყოფილი მონაწილეები და ცხარე დებატების ფონზე განიხილავდნენ ამა თუ იმ საკითხს.

george

„ აქტიურად ვიღებ მონაწილეობას „ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ პროექტებში, რათა მსურს დავაგროვო ხარისხიანი განათლება. იყალთოს ზამთრის აკადემია იყო ერთ-ერთი შესანიშნავი პროექტი, რომელმაც ძალიან ბევრი მასწავლა ეკონომიკის მიმართულებით, ამასთანავე მომცა საშუალება გამეცნო ბევრი საინტერესო ადამიანი, მათთან ერთად მემუშავა სხვადასხვა თემებზე და დრო სასიამოვნოდ და პროდუქტულად გამეტარებია“
გიორგი უერთაშვილი

თითოელი დღის განმავლობაში მონაწილეებს უწევდათ სხვადასხვა თემების მოსმენა და ორი პრეზენტაციის მომზადება ჯგუფებთან ერთად, ყოველივე ეს კი ორინტირებული იყო მონაწილეებისთვის მიგვეწოდებინა ამომწურავი ინფორმაცია განსახილველ საკითხებთან მიმართებით და ასევე გაგვევითარებია მათში გუნდურად მუშაობის უნარი. თიოთოული დავალება იყო განსხვავებული სპეციფიკის, ვინაიდან გვსურდა ყველა მონაწილეს შესძლებოდა აზრის გამოხატვა სხვადასხვა ფორმით. განსაკუთრბული ორიგინალურობით და მრავალეროვნებით გამოირჩეოდა ქოუბები და მემეები, რომლებიც მონაწილეებმა მოამზადეს სხვადსხვა აქტუალურ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საკითხზე . რამდენიმე მათგანი იხ. სტატიის ბოლოს.

jpg

„იყალთოს ზამთრის აკადემია თავისუფლებისთვის იყო ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და საინტერესო 5 დღე ჩემს ცხოვრებაში. 5 დღე,რომელიც თავის თავში გულისხმობს საინტერესო სემინორებს, საინტერესო და მრავლისმომცემ ლექციებს, გართობას,განტვირთვას და უმაგრეს ახალგაზრდებს,რომლებიც თითქოს და საგანგებოდ შეაგროვეს იმისთვის,რომ ეს ხუთი დღე დაუვიწყარი ყოფილიყო. ზამთრის სკოლამ ის დამიტოვა,რომ თითოეულ აქტს ,რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება, უფრო ობიექტური თვალით ვუყურებ, უფრო მეტს ვფიქრობ,რა არის სწორი და რა მთავრობის მიერ დაწერილი სცენარი,რომლის მონაწილეებიც ჩვენ ვართ და ხშირად ვერ ვაცნობიერებთ,რომ ეს ჩვენი რეალობაა და ჩვენ თითოეულს გვაქვს რაღაც ჩვენი წილი სათქმელი,რომლის ართქმაც,ჩემი აზრით, ქვეყნისა და ერის ღალატია. იყალთოდან დაბრუნებულს ,სიმართლე გითხრათ, საკმაოდ მეუცხოვა გარემო, რადგან წარსული 5 დღის განმავლობაში ძალიან დავუახლოვდი თითოეულ მონაწილეს და ახლა მათი ჩემ გვერდით არყოფნა დანაკლისს მაგრძნობინებს.“
გიორგი ტუმასიანი

ყოველი დატვირთული დღის შემდეგ, ჩვენს მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ  ესარგებლა სასტუმრო „სავანეთის „ გამაჯანსაღებელი პროცედურებით, სასიამოვნო დრო გაეტარებიათ მონაწილეებთან ერთად და ჩართულიყვნენ სხვადასხვა ინტელექტუალურ თამაშებში.

ხუთი პროდუქტული დღის შემდეგ, ჩვენს აქტიურ და გამორჩეულად ნიჭიერ მონაწილეებს, იყალთოს აკადემიაში, გადაეცათ სერთიფიკატი, რომელიც დაეხმარებათ მათ მომავალ წარმატებაში.

pdfიხილეთ პროგრმა: