ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველო ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით საქართველოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გთავაზობთ საგაზაფხულო საჯარო ლექცია-დისკუსიების ციკლს — "უკაცრავად, პროფესორო თქვენ ცდებით..."

ციკლი მომზადებულია ამერიკელი ეკონომისტის დოქტორ ლოურენს რიდის ხელმძღვანელობით აშშ-ს ეკონომიკური განათლების ფონდის მიერ შემუშავებული ვიდეო ლექციების ციკლის მიხედვით, რომელიც ემსახურება "პროგრესივისტი" პროფესორების მიერ დამკვიდრებული და "აქსიომებად" გასაღებული 50-ზე მეტი ეკონომიკური მითის გაბათილებას. 


ჩვენი ციკლის ფარგლებში გვსურს იგივე მეთოდით დავიწყოთ ყველა იმ თემის წარმოჩენა, რომელიც საქართველოს რეალობისთვის ძალიან აქტუალურია და თან ჩვენთანაც პროგრესივიზმის კლიშეების სახით მკვიდრდება.

დაწვრილებით იხილეთ

ბაზარს არ შეუძლია უზრუნველყოს საყოველთაო განათლება
მინიმალური ხელფასის შესახებ კანონი ყველაზე სასარგებლო ღარიბებისთვისაა
პროგრესული საგადასახადო სისტემა სამართლიანია
ბუნებრივი რესურსების განადგურებას კერძო საკუთრება იწვევს
ბაზარი უგულველყოფს ღარიბების ინტერესებს — მდიდრები უფრო მდიდრდებიან, ხოლო ღარიბები კიდევ უფრო ღარიბდებიან
რობოტიზაცია და კომპიუტერიაზცია იწვევს უმუშევრობას