2018 წელს „ახალმა ეკონომიკურმა სკოლა - საქართველომ“ - „გლობალ-ფილანთროპიკ თრასთ“, (აშშ) ლიტვის თავისუფალი ბაზრის ინსტიტუტი (ლიტვა), ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვისა (გერმანია) და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან თანამშრომლობით გამართა 8 ტრენინგი სკოლის მასწავლებლებთან, რომელიც ემსახურებოდა მათი კვალიფიკაციის ამაღლებას ეკონომიკაში და შემდგომ საღი აზრის გავრცელებას სკოლებში. ვინაიდან მიზნები ძალიან ფართოა, „ ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო“ არ შემოიფარგლა მხოლოდ თბილისით და მოიცვა რეგიონებიც : ბათუმი, თელავი, ახალციხე, ქუთაისი. პროექტის განმავლობაში გადამზადდა დაახლოებით 100 მასწავლებელი სხვადასხვა სკოლებიდან.
ტრენინგებს უძღვებოდა აესკოს ლექტორები: პაატა შეშელიძე, გია ჯანდიერი, გიორგი ჩიქოვანი და გიორგი ჩხიკვაძე. მათ განიხილეს ეკონომიკის ფუნდამენტური საკითხები , როგორიცაა: ფული, ბაზარი, საერთაშორისო ვაჭრობა, მთავრობა, ბიზნესი და ა.შ.

პირველი ტრენინგი გაიმართა თბილისში, 28-29 აპრილს. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ:      

მეორე ტრენინგი გაიმართა ახალციხეში, 5-6 მაისს. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: 

მესამე ტრენინგი გაიმართა თბილისში,7 8,10 მაისს. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ :   

მეოთხე ტრენინგი გაიმართა თბილისში, 12-13 მაისს. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ :  

მეხუთე ლექცია გაიმართა თბილისში, 2-3 ივნისს. დეტალური ინფორმაცია: 

მეექვსე ლექცია ჩატარდა ბათუმში, 15-16 ივნისს. დეტალური ინფორმაცია: 

მეშვიდე ლექცია ჩატარდა ქუთაისში, 17-18 ივნისს. დეტალური ინფორმაცია : 

მერვე ლექცია ჩატარდა თელავში, 23-24 ივნისს. დეტალური ინფორმაცია :  

აქ შეგიძლიათ ნახოთ pdfდღის წესრიგი

აქ შეგიძლიათ ნახოთ პრეზენტაციები რომელიც გამოყენებული იყო ტრენინგების განმავლობაში 

pdfეკონომიკის საგანი

pdfბაზარი

pdfფული

pdfპერსონალური ფინანსები

pdfბიზნესი

pdfმთავრობა

pdfსაერთაშორისო ვაჭრობა