16-17 მარტს, ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს ორგანიზებით , ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მხარდაჭერითა და UG-Pried - თან თანამშრომლობით გაიმართა ორდღიანი ტრენინგი მასწავლებლებისთვის ეკონომიკის სწავლების მეთოდილოგიასთან და პორტალ www.schooleconomics.org ის გამოყენებასთან დაკავშირებით.
პროექტის განმავლობაში გადამზადა 20 მასწავლებელი. ტრენინგის ბოლოს თითოეულს გადაეცა პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი. ტრენინგებს უძღვებოდა ტრენერი - ნონა არევაძე.
პროექტის განმავლობაში ჩვენმა ლექტორებმა ინფორმაცია მიაწოდეს მასწავლებლებს თუ როგორ უნდა იქნეს გააზრებული და ახსნილი მოსწავლეებისთვის ეკონომიკისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ეკონომიკის საგანი, კონკურენცია, მთავრობა და საზოგადოება და ა.შ.