„ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო“ (აესკო) აცხადებს არაანაზღაურებად სტაჟირებას მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ორგანიზაციის შესახებ: აესკო – ეკონომიკური ცოდნის გავრცელების საზოგადოება შეიქმნა 2001 წელს. აესკო არის არამომგებიანი ინსტიტუტი, ორიენტირებული საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე კლასიკურ ლიბერალურ იდეებზე დაყრდნობით. აესკოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ეკონომიკური ცოდნის გავრცელება სემინარების, კონფერენციების, გამოცემების, თარგმანების, საჯარო ლექციებისა და სხვა მეთოდებით.
პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ზემოქმედება პირდაპირი მონაწილეობით საჯარო გადაწყვეტილებათა ფორმირების პროცესში, სამუშაო შეხვედრების, დისკუსიების, დებატების მოწყობითა და მონაწილეობით მათში, საერთაშორისო ექსპერტების მოწვევით მთავრობისათვის რჩევების მისაცემად და სხვ. იხილეთ დამატებითი ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ: https://nes-g.org/ka/
ძირითადი მოვალეობები:
- მონაცემთა მოძიება;
- მონაცემთა სტატისტიკური ანალიზი;
- მონაცემთა დამუშავება;
- მონაცემთა ვიზუალიზაცია;
- მოხსენების მომზადება.
კანდიდატი უნდა ფლობდეს შემდეგ საბაზისო უნარებს:
- რაოდენობრივი კვლევის საფუძვლები;
- სტატისტიკური მეთოდების კლასიფიკაციასა და აღწერით სტატისტიკაში;
- MS Excel-ში მონაცემთა დამუშავების, გრაფიკებისა და ცხრილების აგების ცოდნა;
- შერჩევის დიზაინის საფუძვლები (სასურველია);
- საზოგადოებასთან კომუნიკაციის უნარი;
- ანალიზის შედეგების გაწერის უნარი ინგლისურ და ქართულ ენებზე;
- განვითარებაზე ორიენტაცია და ახალი ტექნოლოგიების ათვისების მუდმივი სურვილი;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- ორგანიზებულობა და ვადების კონტროლის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაოს აღწერა: პროექტის ხანგრძლივობა სამი თვე (4 მაისი - 4 აგვისტო). სტაჟირების პროცესში სტაჟიორს ევალება ძირითადად იმუშაოს მუნიციპალიტეტების ინდექსის კვლევაზე, რომელსაც აესკო უკვე მეხუთე წელია ახორციელებს. წინა წლის კვლევები შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://municipalities.ge/. მოქნილი სამუშაო გრაფიკი. სამუშაო პროცესში შეგიძლიათ ჩართული იყოთ დისტანციურად.
სტაჟირებისგან მიღებული სარგებელი: სამუშაო გამოცდილება არასამთავრობო ორგანიზაციაში, ჩვენს სხვა პროექტებში მონაწილეობა და სტაჟირების დამადასტურებელი სერთიფიკატი ქართულ და ინგლისურ ენაზე. ასევე საჭიროებისამებრ რეკომენდაციები ჩვენი მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი ლექტორებისგან.
სტაჟირების მსურველმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV 28 აპრილამდე მეილზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript..