„ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო“ (აესკო) აცხადებს თანაშემწის ვაკანსიას.

ორგანიზაციის შესახებ:

  • •         „აესკო“ არის ეკონომიკური ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება (www.nes-g.org);
  • •         დაარსდა 2001 წელს, როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;
  • •         ძირითადი საქმიანობაა:
  • ·         ლექციების, განხილვების, სემინარების, კონფერენციების, დებატების, ტრენინგების და სხვა სახის დახურული და საჯარო ღონისძიებების ორგანიზება, როგორც ფიზიკური, ისე ელექტრონული საშუალებებით;
  • ·         თარგმანები და ორიგინალური გამოცემები;
  • ·         კვლევები და ექპერტული შეფასებები
  • ·         ადგილობრივ და უცხოულ მეცნიერებთან, მკვლევარებთან, ავტორებთან, პოლიტიკურ და სოცლიალურ ატვისტებთან, რეფორმატორებთან და მათ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და სხვ.

თანაშემწის ფუნქციები:

  • ·         „აესკოს“ საქმიანობების დაგეგმვაში, განხორციელებაში, მონიტორინგსა და შეფასებაში მონაწილეობა;
  • ·         პარტნიორ ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან საქმიანობის კოორდინირება;
  • ·         განხორციელებული პროექტების შესახებ შინაარსობრივი და ფინანსური ანგარიშების მომზადებაში დახმარება.

თანაშემწის ძირითადი მოვალეობები:

  • •         „აესკოს“ საქმიანობების, მათ შორის ოფისისა და ბიბლიოთეკის, პროგრამული, ადმინისტრაციული, და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
  • •         პროექტების განმახორციელებელ გუნდთან ერთად პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების განხორციელებაში მონაწილეობა;
  • •         ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა;
  • •         პარტნიორ ორგანიზაციებთან, სამიზნე ჯგუფებთან, ბენეფიციარებთან და დაინტერესებულ მხარეებთან რეგულარული კომუნიკაცია;
  • •         „აესკოს“ და მისი პროექტების დოკუმენტაციისა და კორესპონდენციის მართვა, შენახვა და დაარქივება;
  • •         პროექტების ფარგლებში მოსამზადებელი ანგარიშების, პუბლიკაციების, საინფორმაციო ბროშურებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადებაში   მონაწილეობის მიღება;
  • •         სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს „აესკოს“ და მისი პროექტის წარმატებით განხორციელების მიზნებიდან.

კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმები:

  • •         განათლება:  ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტი საქართველოს აკრედიტებულ უნივერსიტეტში. 
  • •         ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა. დამატებით სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • •         საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • •         დროის სწორი განაწილების და საქმიანობის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
  • •         კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.

პირობები:

  • •         აესკოს ოფისი: თბილისი, მერაბ კოსტავას 77ა (სააკაძის მოედნათან), საქართველოს უნივერსიტეტის შენობა (ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტარაციული შენობის უკან), ოთახი 328 (მესამე სართული, მარცხენა ფლიგელის ბოლოს);
  • •         სამუშაო გრაფიკი: ძირითადი დრო შეთანხმებით (მოქნილი  გრაფიკი), დამატებითი - პროექტების შესაბამისად;
  • •         ანაზღაურება: საბაზისო - შეთანხმებით, დამატებითი - პროექტების შესაბამისად.

განაცხადი:

კონკურში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ მოყვანილი დოკუმენტები (ქართულ ენაზე) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.  არა უგვიანეს 14 ნოემბერისა.

  • ·         CV (CV-ში მიუთითეთ ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონი);
  • ·         სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე (არა უმეტეს 200 სიტყვა);
  • ·         პირადობის მოწმობის ასლი.

თუთემის ველში ჩაწერეთ: “აესკო - თანაშემწის ვაკანსია, თქვენი სახელი და გვარი”.

განაცხადის სრულყოფილად წარმოდგენაზე პასუხისმგებელია კანდიდატი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.

კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის წესით. განაცხადებს განიხილავს საკონკურსო კომისია. შერჩევა მოიცავს რამოდენიმე ეტაპს:

  • ·         CV-ს გადარჩევა;;
  • ·         ინდივიდუალური გასაუბრება.

საბოლოო არჩევანს საკონკურსო კომისია გააკეთებს ტესტირების და გასაუბრების შედეგების საფუძველზე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ “აესკო” დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

ტელ.: 593 43 42 72

ელ.ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

“აესკო“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!