ლექციების ციკლი - საღი აზრის ეკონომიკა: III ეტაპი

ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველო ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით გთავაზობთ საგაზაფხულო საჯარო ლექცია-დისკუსიების ციკლს: 
საღი აზრის ეკონომიკა: III ეტაპი - ეკონომიკური პროგრესი და მთავრობის როლი
10 მთავარი ელემენტი ეკონომიკური პროგრესისა და მთავრობის როლის სწორად გასააზრებლად.
ციკლი მომზადებულია ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის ჯეიმს გვორთნის ცნობილი ბესტსელერის "Common Sense Economics"-ის მიხედვით, ადაპტირებულია საქართველოს ეკონომიკურ გარემოზე და მიმოიხილავს მასში მომხდარ და მიმდინარე პროცესებს.

 სამუშაო ენა: ქართული

ლექციების განრიგი თემების მიხედვით:

2 მარტი - მთავრობა და ადამიანის უფლებები: მთავრობა ხელს უწყობს ეკონომიკურ პროგრესს მხოლოდ ინდივიდების უფლებების დაცვით ან/და იმ სიკეთეების შეთავაზებით, რომელიც ვერ იქნება მიწოდებული ბაზრის მიერ; 
გია ჯანდიერი

13 აპრილი - მთავრობა და სუბსიდიები: მთავრობა აფერხებს ეკონომიკურ პროგრესს, როდესაც სხვების ხარჯზე სულ უფრო ღრმად ეფლობა სხვების დახმარების მცდელობაში; პაატა შეშელიძე

18 აპრილი - მთავრობა და რესურსების თანაბრად განაწილების მცდელობა: შემოსავლების ტრანსფერებზე გადანაწილების დანახარჯები გაცილებით დიდია, ვიდრე წინასწარ ცნობილი მოსარგებლეების წმინდა სარგებელი;
გიორგი ჩიქოვანი

20 აპრილი - მთავრობა და დაგეგმვა: ცენტრალური დაგეგმვისას ბაზარს სახელმწიფო პოლიტიკა ანაცვლებს, რომელიც ფლანგავს რესურსებს და ამუხრუჭებს ეკონომიკურ პროგრესს;
გიორგი ჩხიკვაძე

27 აპრილი - მთავრობა და მისი სამუშაო მოტივაცია: კონკურენცია მთავრობაში ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ბაზარზე;
გია ჯანდიერი

4 მაისი - მთავრობა და მისი შეზღუდვები: კონსტიტუციური წესები, რომელსაც პოლიტიკური პროცესი და ჯანსაღი ეკონომიკა ერთმანეთთან ჰარმონიაში მოჰყავს, ეკონომიკურ პროგრესს ეხმარება.
პაატა შეშელძე



ორგანიზატორი: ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველო
პარტნიორები: ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის, სამხრეთ კავკასიის ოფისი.
საქართველოს უნივერსიტეტი.

სალექციო ციკლის ფარგლებში ჩატარდება 10 ლექცია.

 

სალექციო ციკლის დასრულებისას აქტიურ მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის სერთიფიკატი.

სერთიფიკატის მისაღებად დასწრება სავალდებულოა 8 ლექციაზე.

 

დაწყების თარიღი 27 აპრილი, 2018 - 7:00 pm
რეგისტრირებულია 0
ჩატარების ადგილი
საქართველოს უნივერსიტეტი
The University of Georgia Merab Kostava St Tbilisi 0171
საქართველოს უნივერსიტეტი
ღონისძიებაზე რეგისტრაციიის ვადა ამოწურულია

მდებარეობა რუკაზე