ლექციების ციკლი - საღი აზრის ეკონომიკა: III ეტაპი
ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველო ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით გთავაზობთ საგაზაფხულო საჯარო ლექცია-დისკუსიების ციკლს:
საღი აზრის ეკონომიკა: III ეტაპი - ეკონომიკური პროგრესი და მთავრობის როლი
10 მთავარი ელემენტი ეკონომიკური პროგრესისა და მთავრობის როლის სწორად გასააზრებლად.
ციკლი მომზადებულია ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის ჯეიმს გვორთნის ცნობილი ბესტსელერის "Common Sense Economics"-ის მიხედვით, ადაპტირებულია საქართველოს ეკონომიკურ გარემოზე და მიმოიხილავს მასში მომხდარ და მიმდინარე პროცესებს.
სამუშაო ენა: ქართული
ლექციების განრიგი თემების მიხედვით:
2 მარტი - მთავრობა და ადამიანის უფლებები: მთავრობა ხელს უწყობს ეკონომიკურ პროგრესს მხოლოდ ინდივიდების უფლებების დაცვით ან/და იმ სიკეთეების შეთავაზებით, რომელიც ვერ იქნება მიწოდებული ბაზრის მიერ;
გია ჯანდიერი
9 მარტი - მთავრობა როგორც ლოკომოტივი?: მთავრობა მაკორექტირებელი საშუალება არ არის;
პაატა შეშელიძე
16 მარტი - მთავრობა და მისი დაფინანსება: მთავრობაზე ჩვენი დანახარჯი მხოლოდ გადახდილი გადასახადები არ არის;
გიორგი ჩიქოვანი
23 მარტი - მთავრობა და ლობიზმი: კონსტიტუციური წესებით შეზღუდვის გარეშე, სპეციალურ ინტერესთა ჯგუფები დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესს გადასახადის გადამხდელთა და მომხმარებელთა გასაბითურებლად გამოიყენებენ;
გიორგი ჩხიკვაძე
30 მარტი - მთავრობა და მისი ხარჯები: კონსტიტუციური წესებით შეზღუდვის გარეშე, კანონმდებლები საბიუჯეტო დეფიციტს შექმნიან და ყოველთვის შესაძლებელზე მეტს დახარჯავენ;
გია ჯანდიერი
6 აპრილი - მთავრობა და სუბსიდიები: მთავრობა აფერხებს ეკონომიკურ პროგრესს, როდესაც სხვების ხარჯზე სულ უფრო ღრმად ეფლობა სხვების დახმარების მცდელობაში;
პაატა შეშელიძე
13 აპრილი - მთავრობა და რესურსების თანაბრად განაწილების მცდელობა: შემოსავლების ტრანსფერებზე გადანაწილების დანახარჯები გაცილებით დიდია, ვიდრე წინასწარ ცნობილი მოსარგებლეების წმინდა სარგებელი;
გიორგი ჩიქოვანი
20 აპრილი - მთავრობა და დაგეგმვა: ცენტრალური დაგეგმვისას ბაზარს სახელმწიფო პოლიტიკა ანაცვლებს, რომელიც ფლანგავს რესურსებს და ამუხრუჭებს ეკონომიკურ პროგრესს;
გიორგი ჩხიკვაძე
27 აპრილი - მთავრობა და მისი სამუშაო მოტივაცია: კონკურენცია მთავრობაში ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ბაზარზე;
გია ჯანდიერი
4 მაისი - მთავრობა და მისი შეზღუდვები: კონსტიტუციური წესები, რომელსაც პოლიტიკური პროცესი და ჯანსაღი ეკონომიკა ერთმანეთთან ჰარმონიაში მოჰყავს, ეკონომიკურ პროგრესს ეხმარება.
პაატა შეშელძე
ორგანიზატორი: ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველო
პარტნიორები: ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის, სამხრეთ კავკასიის ოფისი.
საქართველოს უნივერსიტეტი.
სალექციო ციკლის ფარგლებში ჩატარდება 10 ლექცია.
სალექციო ციკლის დასრულებისას აქტიურ მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის სერთიფიკატი.
სერთიფიკატის მისაღებად დასწრება სავალდებულოა 8 ლექციაზე.
დაწყების თარიღი | 2 მარტი, 2018 - 7:00 pm |
რეგისტრირებულია | 0 |
ჩატარების ადგილი | საქართველოს უნივერსიტეტი |