დისკუსია საქართველოს საპენსიო რეფორმის შესახებ
საქართველოს უნივერსიტეტი და ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო აწყობს დისკუსიას თემაზე:
საქართველოს საპენსიო რეფორმა: ნებაყოფლობითი და სავალდებულო?
დისკუსიაზე განხილული იქნება საქართველოში განსახორციელებელი საპენსიო რეფორმის პროექტი, წარმოდგენილი იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნის - ბულგარეთის გამოცდილება ამ მიმართულებით.
დასწრება თავისუფალია.
სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.
თარიღი: 2018 წლის 18 აპრილი
დრო: 13:00-15:30 საათი
ადგილი: თბილისი, კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტის მეოთხე კორპუსი, 116 აუდიტორია
დისკუსიის პროგრამა:
13:00 – 13:15 - მისალმება და გახსნა
13:15 – 13:30 - რეფორმის პროექტის წარდგენა - ეკატერინე მიქაბაძე, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე
13:30 – 13:45 - ის, რაც შემოგვთავაზეს და ის, რაც არ დაგვპირდნენ - პაატა შეშელიძე, ახალი ეკონომიკური სკოლა -საქართველოს თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი
13:45 – 14:00 - ბულგარეთის გამოცდილება - კრასენი სტანევიჩი, ბულგარეთის თავისუფალი ბაზრის ინსტიტუტის თანადამფუძნებელი და მმართველი საბჭოს თავმჯდომარე
14:00 – 14:15 - საინვეტიციო ბანკ გალტ & თაგარტის ხედვა - ევა ბოჭორიშვილი, კვლევების დეპარტამენტის უფროსი, ლაშა ქავთარაძე, ეკონომისტი.
14:30 – 14:45 - დამღუპველი პარაზიტიზმი - ანუ რას გვპირდება საპენსიო რეფორმა - გია ჯანდიერი, ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო - დამფუძნებელი
14:45 – 15:00 - საპენსიო რეფორმა და მცირე და საშუალო ბიზნესი - მიშა კორძახია, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი
15:00 – 15:15 - დისკუსია
დაწყების თარიღი | 18 აპრილი, 2018 - 1:00 pm |
დასრულების თარიღი | 18 აპრილი, 2018 - 3:30 pm |
ჩატარების ადგილი | საქართველოს უნივერსიტეტი |