ეკონომიკა ერთ გაკვეთილად
ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველო ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის, სამხ. კავკასიის ოფისის მხარდაჭერით გთავაზობთ საშემოდგომო საჯარო ლექცია-დისკუსიების ციკლს:
ეკონომიკა ერთ გაკვეთილად
ციკლი მომზადებულია ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის და ჟურნალისტის ჰენრი ჰაზლითის ბესტსელერის "ეკონომიკა ერთ გაკვეთილში"-ს მიხედვით და ადაპტირებულია საქართველოს ეკონომიკურ გარემოზე და მიმოიხილავს მასში მომხდარ და მიმდინარე პროცესებს.
ლექციების განრიგი თემების მიხედვით:
5 ოქტომბერი - ჩამსხვრეული ფანჯრის ამბავი და კურთხევა ნგრევაზე - პაატა შეშელიძე
12 ოქტომბერი - საჯარო სამსახური ნიშნავს გადასახადებს და გადასახადები წარმოების შემცირებას - გია ჯანდიერი
19 ოქტომბერი - ბიუროკრატების და ჯარის მოშლა, დასაქმების ფეტიში - გიორგი ჩიქოვანი
26 ოქტომბერი - ვის იცავენ ტარიფები, უცნობი მრეწველობის გადარჩენა - გიორგი ჩხიკვაძე
2 ნოემბერი -როგორ მუშაობს ფასების სისტემა მინიმალური ხელფასის ზღვარის პირობებში - გია ჯანდიერი
9 ნოემბერი - ექსპორტისკენ სწრაფვა და პარიტეტული ფასები - ნოდარ ჩინჩალაძე
16 ნოემბერი - ინფლაციის მირაჟი - პაატა შეშელიძე
23 ნოემბერი - სერთიფიკატების გადაცემა
ორგანიზატორი: ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველო
პარტნიორები: ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის, სამხ. კავკასიის ოფისი,
საქართველოს უნივერსიტეტი.
სალექციო ციკლის ფარგლებში ჩატარდება 7 ლექცია.
სამუშაო ენა: ქართული
დასაწყისი: 19:00 საათი
დაწყების თარიღი | 5 ოქტომბერი, 2018 - 7:00 pm |
დასრულების თარიღი | 23 ნოემბერი, 2018 |
რეგისტრირებულია | 0 |
ჩატარების ადგილი | საქართველოს უნივერსიტეტი |