იყალთოს აკადემია თავისუფლებისთვის
"ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო", ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის, სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით, 9-13 აპრილს სასტუმრო სავანეთში, იყალთო, თელავი ატარებს ტრადიციულ VI იყალთოს აკადემიას თავისუფლებისთვის, ეკონომიკაში
ტრენინგ-სემინარებზე განსახილველი ძირითადი თემები იქნება:
- • ინდივიდუალური გადაწყვეტილებების ეკონომიკა;
- • პასუხისმგებლობა და თავისუფლება;
- • საკუთრება, პასუხისმგებლობა და გარემოს დაცვა;
- • მიწა, ბუნებრივი რესურსები და მათი მართვის საუკეთესო პრაქტიკა;
- • საბაზრო გადაწყვეტილებების მიღების პროცესი და ბიუროკრატია;
- • საბაზრო დაგეგმარება სახელმწიფო დაგეგმარების გარეშე
- • რას ნიშნავს საკუთრების უფლება;
- • კულტურა, ტურიზმი - როგორია ამ ფაქტორების გავლენა ეკონომიკაზე;
- • კანონიერება და წესრიგი სახელმწიფოს გარეშე;
- • ძიძა სახელმწიფოში ცხოვრების ხიბლი და.ა.შ.
მგზავრობის, ცხოვრებისა და კვების ხარჯებს სრულად დაფარავს მომწვევი მხარე.
მონაწილეებს გადაეცემათ ტრენინგში მონაწილეობის შესაბამისი სერთიფიკატი.
რეგისტრაცია უფასოა.
ტრენინგის დროს დისკუსიებს გაუძღვებიან:
- პაატა შეშელიძე, ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს პრეზიდენტი;
- გია ჯანდიერი, ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი;
- გიორგი ჩიქოვანი, ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს მკვლევარი
- გიორგი ჩხიკვაძე, ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს მკვლევარი;
- ნოდარ ჩინჩალაძე, ბიზნესმენი, კომპანია "იმერი7"-ის დამფუძნებელი;
ტრენინგის სრული პროგრამა გამოქვეყნდება 21 მარტს
მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია მოცემულ ლინკზე: https://forms.gle/8EGiSAFLrkvb14N88
რეგისტრაციის ბოლო ვადაა - 4 აპრილი.
შერჩეული მონაწილეები გამოვლინდებიან 6 აპრილს.
სასტუმრო სავანეთი წარმოადგენს თანამედროვე კომპლექსს, გააჩნია ზამთრის ღია აუზი, საუნა, რესტორანი, ბარი. უფრო დაწვრილებით იხილეთ აქ: savaneti.com
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
593 434272 ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
დაწყების თარიღი | 9 აპრილი, 2021 - 12:00 pm |
დასრულების თარიღი | 13 აპრილი, 2021 - 9:00 am |