იყალთოს ზამთრის აკადემია თავისუფლებისთვის
"ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო", ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მხარდაჭერით, 22-26 თებერვალს ზამთრის აკადემიის ფარგლებში, სასტუმრო სავანეთში, იყალთოში, ატარებს სემინარს ეკონომიკაში სახელწოდებით:
"თვითკონტროლი თუ სახელმწიფო კონტროლი"
სემინარის ძირითადი თემები:
• ინდივიდუალური გადაწყვეტილებების ეკონომიკა;
• პასუხისმგებლობა და თავისუფლება;
• საკუთრება, პასუხისმგებლობა და გარემოს დაცვა;
• მიწა, ბუნებრივი რესურსები და მათი მართვის საუკეთესო პრაქტიკა;
• საბაზრო გადაწყვეტილებების მიღების პროცესი და ბიუროკრატია;
• საბაზრო დაგეგმარება სახელმწიფო დაგეგმარების გარეშე
• რას ნიშნავს საკუთრების უფლება;
• კულტურა, რელიგია და გეოგრაფია - როგორია ამ ფაქტორების გავლენა ეკონომიკაზე;
• კანონიერება და წესრიგი სახელმწიფოს გარეშე;
• ძიძა სახელმწიფოში ცხოვრების ხიბლი და.ა.შ.
მგზავრობის, ცხოვრებისა და კვების ხარჯებს სრულად დაფარავს მომწვევი მხარე.
მონაწილეებს გადაეცემათ ტრენინგში მონაწილეობის შესაბამისი სერთიფიკატი.
ტრენინგში მონაწილეობის საფასური შეადგენს 50 ლარს.
ტრენინგის დროს დისკუსიებს გაუძღვებიან:
- პაატა შეშელიძე, ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს პრეზიდენტი;
- გია ჯანდიერი, ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი;
- გიორგი ჩიქოვანი, ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს მკვლევარი
- გიორგი ჩხიკვაძე, ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს მკვლევარი;
ტრენინგის სრული პროგრამა გამოქვეყნდება 5 თებერვალს.
მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 10 თებერვალი.
შერჩეული მონაწილეები გამოვლინდებიან 11-13 თებერვალს.
სასტუმრო სავანეთი წარმოადგენს თანამედროვე კომპლექსს, რომელიც აღჭურვილია მრავალფეროვანი მომსახურების სერვისით, გააჩნია ღია აუზი თბილი წყლით, საუნა, რესტორანი, ბარი და სხვა. უფრო დაწვრელებით იხილეთ აქ: savaneti.com
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
593 280433; 593 434272 ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
დაწყების თარიღი | 22 თებერვალი, 2019 |
დასრულების თარიღი | 26 თებერვალი, 2019 |
რეგისტრირებულია | 97 |
რეგისტრაციის ბოლო ვადა | 10 თებერვალი, 2019 |
ჩატარების ადგილი | სასტუმრო სავანეთი, იყალთო, საქართველო |