ჯონ გალტის სკოლა
ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველო ბალკანეთის ობიექტივიზმის ცენტრთან, აინ რენდის ინსტიტუტთან და საქართველოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით 2019 წლის სექტემბერ-ოქტომბერში მეორედ აწყობს ობიქტივიზმის შემსწავლელ "ჯონ გალტის სკოლას".
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ ახალგაზრდებს ვინც დაინტერესებულია ფილოსოფიით, საზოგადოებრივი მეცნიერებებით, ეკონომიკით და პოლიტიკით.
პროგრამა მოიცავს ობიექტივიზმის ფილოსოფიური სკოლის თეორიულ საფუძვლებს, რა გავლენა აქვს ობიექტივიზმის იდეას დღევანდელ მსოფლიოზე, პიროვნულ განვითარებაზე და პროფესიონალურ წარმატებაზე.
ობიექტივიზმის სკოლა მეორედ ჩატარდება თბილისში, ამგვარად გააგრძელებს წარმატებულ პრეცენდენტს ისეთი ქვეყნების როგორიცაა: სერბეთი, მაკედონია, ბოსნია და ჰერცოგოვინა და მონტენეგრო.
სკოლის მიმდინარეობს პერიოდში ჩვენ განვიხილავთ ფილოსოფიის, პოლიტიკის, ეკონომკის და მორალის საკვანძო საკითხებს ობიექტივიზმის ფილოსოფიის პრიზმაში.
აინ რენდმა, ებრაული წარმოშობის ამერიკელმა მწერალმა დააფუძნა ობიექტივიზმის ფილოსოფიური სკოლა მე-20 საუკუნის შუა პერიოდში, როგორც გონების ფილოსოფია.
ობიექტივიზმი მხოლოდ ლოგიკის და გონების პრიმატს ეფუძნება და ფართო აუდენციის პოპულარობა აინ რენდის რომანებით - “ატლანტმა მხრები გაშალა” და “პირველწყარო” მოიპოვა.
მსოფლიოს ბევრი ცნობილი პიროვნება, მათ შორის მეწარმეები, მსახიობები და პოლიტიკოსები მას საკუთარ, პერსონალურ იდეოლოგიად მიიჩნევს.
პროგრამა მოიცავს ლექციებს და კრეატიულ სამუშაო ჯგუფებს კინო ჩვენების და წიგნების კლუბური განხილვის ორგანიზებით.
ეს განსაკუთრებით დააინტერესებს მათ, ვისაც სურს შეისწავლოს ლიბერალიზმის პოლიტიკური ფილოსოფიის განსხვავებული სკოლები და ასევე მათაც, ვისაც სურს უკეთესად გაიგოს საქართველოში და დანარჩენ მსოფლიოში მიმდინარე სოციალური და პოლიტიკური პროცესები.
“ჯონ გალტის სკოლის" ყველა სტუდენტს გადაეცემა კურსისთვის საჭირო ლიტერატურა და ექნებ წვდომა ჩვენს ბიბლიოთეკაზე. ასევე გაეწევა რეკომენდაციები ყველა კონფერენციაზე, ევროპის და ამერიკის მასშტაბით (რომლებიც ჩატარდება 2019-20 წწ. პირველი სკოლის 10 მონაწილე სრული დაფინანსებით იმყოფებოდა პრაღაში საერთაშორისო კონფერენციაზე) და დაჯილდოვდება პროგრამის გავლის სერთიფიკატით.
მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია 17 სექტემბრის ჩათვლით.
დედლაინის დამთავრების შემდეგ შერჩეულ აპლიკანტებს დაუკავშირდებიან ორგანიზატორები.
დამატებითი დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ იმეილზე:
ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
ან დაგვირეკეთ მოცემულ ტელეფონზე
ტელ: 593434272
დაწყების თარიღი | 28 სექტემბერი, 2019 - 11:00 am |
დასრულების თარიღი | 19 ოქტომბერი, 2019 - 11:00 am |
რეგისტრირებულია | 0 |
რეგისტრაციის ბოლო ვადა | 17 სექტემბერი, 2019 - 11:55 pm |